ნანა ბურდული - საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის დოქტორი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ფსიქოლოგიის საბაკალავრო და გამოყენებითი სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ანალიტიკის ცენტრ - კონტაქტის დირექტორი. უძღვება სალექციო კურსებს სწავლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე.
ამჟამად ჩართულია კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსიტიტუტის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათლებისა და ევროპული აკრედიტაციის 5 წლიან გეშტალტთერაპიის სასწავლო პროგრამაში (EAGT ) და მოღვაწეობს ფსიქოკონსულტირებისა და გეშტალტთერაპიის (ინდივიდუალური და ჯგუფური) მიმართულებით; ატარებს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებს, მათ შორის ჯგუფურ ფსიქოთერაპიას.
ფსიქოლოგიის მიმართულებით სამეცნიერი კონფერენციების ორგანიზატორი და მონაწილეა საქართველოს უნივერსიტეტში, ასევე მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში; არის ათამდე საბაკალავრო ნაშრომის სამეცნიერო ხელმღვანელი და ოცდაათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.