ნანა სოლოღაშვილი - მოწვეული ლექტორი - უძღვება ისტორიის, კერძოდ, საქართველო -ირანის ურთიერთობის“ კურსს. მას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს საქართველოს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1994წ. 2004 წელს მინიჭებული აქვს დოცენტის სამეცნიერო - პედაგოგიური წოდება. ნანა სოლოღაშვილი 1988 წლიდან მოყოლებული კითხულობდა ისტორიის კურსს სხვადასხვა მიმართულებით (საქართველოს ისტორია, ძველი მსოფლიოს ისტორია, მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია, ქართული კულტურის ისტორია, ევროპისა და ამერიკის ახალი და უახლესი ისტორია, ქვეყანათმცოდნეობა) თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში, კერძოდ: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1988 -2007წ.), საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ, 2010 – 2013წ,) თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ( 2013 -2018 წლებში), თბილისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ სასწავლებელში (1988 – 2008 წლებში). არის 3 მონოგრაფიისა და 18 სამეცნიერო სტატიის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში. ნანა სოლოღაშვილი 2007 – 2015 წლებში იყო თბილისის 89-ე საჯარო სკოლის დირექტორი. მას აქვს ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობის, პროექტების მართვის და პრაქტიკული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2001 წელს მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის მადლობა - სტუდენტი -ახალგაზრდობის აღზრდაში მიღწეული წარმატებებისათვის და შესულია ,,ღირსების წიგნში“, 2001წ. წიგნი VI.