
დოდო ჭუმბურიძე _ მოწვეული ლექტორი, უძღვება კურსს _„გეოპოლიტიკური გამოწვევები და იმპერიული ექსპანსია საქართველოს წინააღმდეგ (XVIII_XXI სს.)“. წარმოდგენილი სასწავლო კურსის თემატიკაზე მას მიღებული აქვს საგრანტო პროექტები (ხელმძღვანელის პოზიციით), გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და სტატიები, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო გამოცემებში. მისი ხელმძღვანელობით 6 დოქტორანტს დაცული აქვს დისერტაცია. ჭუმბურიძეს აქვს ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობის, პროექტების მართვისა და ზოგადი მართვის საკითხებში პრაქტიკული მუშაობის, კონსულტირების, ტრენინგების შექმნისა და ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.