ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

პროგრამები
პროგრამა: სამართალი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით: • საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად; • ინლისურ ენაში (წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში ან ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Upper Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის არსებობისას; • სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში; • ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე ჩაირიცხებიან სამართლის ბაკალავრის ხარისხის მქონე პირები. პროგრამაზე მიღების გამოცხადების შემთხვევაში, გააქტიურდება ბმული, რომელიც მსურველს საშუალებას მიცემს იხილოს ინგლისური ენის ტესტების და სპეციალობის საგამოცდო საკითხების ნიმუშები.

პროგრამის მიზანი:

სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადება, მისი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა. კურსდამთავრებულს შეეძლება პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება და გამოუმუშავდება დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო კომპეტენციები. პროგრამა ითვალისწინებს სამართლის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნის მიცემას, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის მონაწილეობას  სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცებაში. პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, კერძო, საჯარო და/ან სისხლის სამართლის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა მისცემს საშუალებას კურსდამთავრებულს გახდეს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ ყველა პოზიციაზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კვლევითი უნარების გამომუშავების შედეგად კურსდამთავრებულს შეეძლება სწავლა განაგრძოს დოქტორანტურის საფეხურზე.

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:

პროგრამის კურსდამთავრებული:

  • ფლობს კომპლექსური ან/და ინტერდისციპლუნური პრობლემების გადაწყვეტის ახლებური ხედვის ფორმირებისათვის აუცილებელ ღრმა და სისტემურ თეორიულ ცოდნას კერძო, სისხლის ან/და საჯარო სამართლის სფეროში; კურსდამთავრებული აღწერს ეროვნული და უცხოური სამართლის მიღწევებს, განვითარების პერსპექტივებსა და ძირითად ტენდენციებს, საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ურთიერთკავშირისა და ურთიერთმიმართების პრობლემებს;
  • აღწერს იურიდიული მეცნიერების აქტუალური პრობლემებს, სამეცნიერო კვლევის თანამედროვე დარგობრივი მეთოდებს, აკადემიური პატიოსნების წესებს და აკადემიური ეთიკის საკითხებს ასევე, პროფესიული სამეცნიერო ტექსტების შექმნის ძირითადი წესებსა და პრინციპებს;
  • აღწერს სასამართლო პრაქტიკაში, დოგმატიკასა და კანონმდებლობაში არსებული ტენდენციებს, ასევე, ხარვეზებისა და უზუსტობების გადაჭრის გზებს;
  • აღწერს ნაციონალური და/ან საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკასა და პრეცენდენტებს, რომელთა განზოგადებითაც სტუდენტი აღწერს პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტის ძირითად მეთოდოლოგიურ პრინციპებს;
  • აღწერს სამოსამართლო ეთიკის წესებს, მათ შორის, მოსამართლის საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხებსა და მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების თავისებურებებს;
  • ხსნის ქართული სამართლის განვითარებაზე ევროკავშირის სამართლის გავლენის მნიშვნელობას;
  • განსაზღვრავს შედარებითი სამართლის არსს და შედარებითსამართლებრივი მეთოდის გამოყენების დანიშნულებას.

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

პროგრამის კურსდამთავრებული:

  • ამოიცნობს და კომპლექსურად აფასებს რთულ სამართლებრივ პრობლემებს, შეიმუშავებს პრობლემის გადაწყვეტის ორიგინალურ გზებს;
  • მოიძიებს სამართლებრივ ნორმებს, იყენებს ნორმის განმარტების სხვადასხვა მეთოდებს  და დასაბუთებულად შეაფარდებს მათ, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო სამართლის ნორმების ურთიერთკავშირის გათვალისწინებით;
  • აანალიზებს სასამართლო პრაქტიკას, საკანონმდებლო სფეროს და შესაბამის სიახლეებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
  • კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით აანალიზებს და განაზოგადებს სასამართლო პრაქტიკას, გამოკვეთს სამართლებრივად მნიშვნელოვან საკითხებს და ავითარებს საკუთარი პოზიციის შესაბამის არგუმენტაციას;
  • შეაჯერებს საკანონმდებლო  ხარვეზებს, არაერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას  და სამეცნიერო კვლევების არასრულ ან ურთიერთგამომრიცხავ მონაცემების და ჩამოყალიბებს მათი სრულყოფისათვის არგუმენტირებულ დასკვნებს; შეაფასებს საკუთარი გადაწყვეტილებების დადებით და უარყოფით შედეგებს   და გამოიტანს შესაბამისი დასკვნებს;
  • დამოუკიდებლად განახორციელებს კვლევას, რაც მოიცავს აქტუალურ სამართლებრივი პრობლემის ამოცნობას, სამეცნიერო-კვლევითი პროცესის დაგეგმვას, კვლევის  მეთოდების გამოყენებით სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული რთული ან არასრული ინფორმაციის სისტემატიზაციას, მეცნიერული მიდგომების განხილვა-ანალიზს, პოზიციათა  შეფასებას, დასაბუთებული დასკვნის გამოტანას, აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით  სამეცნიერო კვლევითი პროექტის/ნაშრომის შემუშავებას.
  • დამოუკიდებლად შეადგენს იურიდიულ დოკუმენტებს;
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე ავტონომიურად მოიძიებს ინფორმაციას (სასამართლო პრაქტიკას, საკანონმდებლო ცვლილებებს, მეცნიერული შეხედულებებს);
  • პროფესიულ და აკადემიურ საზოგადოებას ისევე, როგორც არაიურისტებს, იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით წარუდგენს საკუთარ სამართლებრივად არგუმენტირებულ შეხედულებებს და აკეთებს მოხსენებებს;
  • უახლესი ელექტრონული რესურსების გამოყენებითა და აკადემიური წერის პატიოსნების სტანდარტების დაცვით ზეპირად და წერილობით წარუდგენს საკუთარი კვლევის შედეგებს პროფესიულ და აკადემიურ საზოგადოებას ისევე, როგორც არაიურისტებს.

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს ექნება:

პროგრამის კურსდამთავრებული:

  • მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზით, პირველადი წყაროების, სამეცნიერო სტატიებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის მეშვეობით გაიფართოვებს ცოდნას და დამოუკიდებლად წარმართავს სწავლას სამართლის სფეროში;
  • აფასებს უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე სწავლის გაგრძელების საჭიროებას/უნარს და განავითარებს საფუძვლიან ბაზის სადოქტორო კვლევის წარმართვისათვის;
  • იღებს მითითებებს კომპლექსური, არაპროგნოზირებადი ან მულტიდისციპლინური მასალისა თუ გარემოს სამართავად, რაც მოიცავს სამუშაო დროის დაგეგმვასა და მართვას, კვლევასთან მიმართებით, ნაშრომის მოსამზადებლად სტრატეგიული მიდგომების შემუშავებას;
  • თავისი საქმიანობით მონაწილეობს პროფესიული ცოდნისა და სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებაში, იყენებს სტრატეგიულ მიდგომებს და/ან პრობლემის გადაჭრის ინოვაციურ გზებს, ეხმარება კოლეგებს და უზიარებს მათ საკუთარ გამოცდილებას;
  • იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი, სხვების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე, ქმნის პირობებს საერთო გუნდური გადაწყვეტილების მისაღწევად;
  • აანალიზებს სამართლებრივ ღირებულებებს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს წვლილი ახალი ღირებულებების ფორმირებაში;
  • აღიარებს და პატივს სცემს აკადემიური პატიოსნების წესებს, სამეცნიერო კვლევის ეთიკურ შედეგებს;
  • პატივს სცემს სამოსამართლო ეთიკის სტანდარტებს, მოსამართლის ღირებულებებით ასპექტებს (მიუკერძოებლობა, შეუვალობა, თანასწორობა, კომპეტენცია და გულისხმიერება), რაც საშუალებას მისცემს საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული ღირებულებების განვითარებაში, მხარეთა ინტერესების სამართლიანად დაბალანსების უზრუნველსაყოფად.

შეჯამებული შედეგები
კურსდამთავრებულს ექნება:
შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+   A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B   B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E   E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX  FX ვერ ჩააბარა
<40   F  F ჩაიჭრა





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი