საქართველოს უნივერსიტეტი USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მონაწილეა
აღნიშნული პროგრამის ხანგრძლივობა 4 წელია და ის მიზნად ისახავს საქართველოს ყველა საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე მყოფ მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკის, პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გზით, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პედაგოგიური პროგრამების ხელშეწყობას, რომლებიც შემდგომში უზრუნველყოფენ სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას.
USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და სკოლის ბაზაზე მასწავლებლების პროფესიული განვითარების აქტივობები, ხოლო სკოლები იმუშავებენ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დანერგვაზე, რაც მოსწავლეებს დაეხმარებათ განივითარონ პრობლემის გადაჭრის და კრიტიკული აზროვნების უნარები.
სკოლებში დაინერგება გოგონათა, ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებების შესაბამისი სწავლების მეთოდები, რითაც USAID საბაზისო განათლების პროგრამა ხელს შეუწყობს საზოგადოების ინკლუზიურ განვითარებას.
მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი (TOT) რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტიდან ესწრებოდა 18 ტრენერი. საქართველოს უნივერსიტეტის ტრენერთა გუნდი მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერიოდში 405 საჯარო სკოლის 1208 ლიდერ მასწავლებელთან ჩატარა 12 საათიანი ტრენინგი
საქართველოს უნივეტრსიტეტმა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ მასწავლებელთა რეგიონული კონკურსის გამარჯვებულებს მასწავლებლებ დააჯილდოვა კომპიუტერული ტექნიკით