ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტური ცხოვრება


ძლიერი აკადემიური სწავლების პარალელურად, მრავალფერონვანი სტუდენტური ცხოვრება ის აუცილებელი ფაქტორია, რომელიც უფრო სრულყოფილს ხდის იმ გამოცდილებას, რასაც სტუდენტები იძენენ უნივერისტეტში.  საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრება არის ღირებული, საინტერესო და მხიარული.  აქ დაუვიწყარი სტუდენტობა აქვთ მათ, ვისაც უნდა სწავლაც, სპორტიც, გართობაც, ექსტრემიც, კრეატივიც და რა თქმა უნდა - თავგადასავალიც.

საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტურ საქმეთა ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტური კლუბების ჩამოყალიბებას, არსებული კლუბების აქტიურ საქმიანობას, სტუდენტური ინიციატივების განხორციელებას და ღონისძიებების ორგანიზებას მრავალფეროვანი, საინტერესო და დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით. 

ამ ინოვაციური სტრუქტურით,  საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს უნიკალური - სტუდენტური კლუბების სისტემა. კონკრეტულად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაერთიანდნენ საერთო ინტერესის ირგვლივ და ჩამოაყალიბონ სტუდენტური კლუბი, რომლის მეშვეობით ისინი ახდენენ მათთვის საინტერესო თემების პოპულარიზაციას, აორგანიზებენ ღონისძიებებს და ა.შ.  ამ ყველაფრის განსახორციელებლად, ისინი წერენ პროექტებს უნივერსიტეტის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.  ეს სისტემა, სტუდენტებს საშუალებას აძლევს განავითარონ პროფესიული უნარები, პასუხისმგებლობით მოეკიდონ პროექტის ჩამოყალიბებისა და განხორციელების პროცესს, საჭირო რესუსების მართვას და ა.შ. 

საქართველოს უნივერსიტეტში არსებობს უკვე დამკვიდრებული სტუდენტური კლუბები, რომლებიც მომავალ თაობებს გადასცემენ ესტაფეტას.  სტუდენტური კლუბების განსაკუთრებული მნიშვნელობა, გარდა სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებისა, მდოგამრეობს იმაში, რომ მათი მეშვეობით, სტუდენტებს საშუალება აქვთ იმსჯელონ გლობალურ თემებზე, გაიღრმავონ ცოდნა და რაც მთავარია - დაამკვიდრონ სწორი ღირებულებები და ჩამოყალიბდნენ განათლებულ, პროგრესულ და ქმედითუნარიან პიროვნებებად.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი