ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები

21 July 2022

ERASMUS+ MENVIPRO - გარემოს დაცვის სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია სომხეთისა და საქართველოსთვის.

 

მიზანი 

ERASMUS+ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის მიზანია გარემოს დაცვის სფეროში საქართველოსა და სომხეთის უნივერსიტეტებში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საფუძველზე სამაგისტრო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება

ბოლონიის პრინციპების გაფართოება განათლების ამ სფეროში ასახავს ევროპული და გლობალური ეკონომიკის ტენდენციებსა და საჭიროებებს, აგრეთვე, საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების პრიორიტეტებს.

ევროკავშირის ასოცირების პროცესი გულისხმობს ქართული და სომხური სოფლის მეურნეობისა და ტურისტული სექტორების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს დღის წესრიგში აყენებს გარემოს დაცვისა და სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფას, აგრეთვე, შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

MENVIPRO პროექტის მიზანია ინტენსიური საუნივერსიტეტთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების ჩატარება, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტურ და კოლაბორაციულ პროექტებს. MENVIPRO-ს ფარგლებში  ჩამოყალიბდება მძლავრი ლაბორატორიული ბაზა, აგრეთვე, მოდერნიზებულ სამაგისტრო სასწავლო პროგრამები და მოდულები. პროექტის კონსორციუმი აერთიანებს სანდო პარტნიორებს მრავალმხრივი და ფართო გამოცდილებით სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, ასევე იტალიიდან, პორტუგალიიდან და გერმანიიდან.

MENVIPRO პროექტის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტი გეგმავს ექსპერიმენტული ელექტრონული ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც სტუდენტებსა და მკვლევრებს საშუალებას მისცემს განახორციელონ გარემოსდაცვითი სასწავლო და საინჟინრო პროექტები. 

საზაფხულო სკოლა 2022 

11-13 ივლისი 2022 თბილისი

MENVIPRO პროექტის ფარგლებში 2022 წლის 11-13 ივლისს გაიმართა საზაფხულო სკოლა This Sustainable and Innovative Approaches for Environmental Safety.

https://www.summerschool.menvipro.org/

საზაფხულო სკოლის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისთვისა და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიმართულებით თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგების გაცნობა. საზაფხულო სკოლა გამიზნული იყო სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის და ეკოლოგიის მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებისთვის ლექციებს წაიკითხეს საქართველოს უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, იტალიის კვლევითი ცენტრის, ტუშიას უნივერსიტეტის (იტალიის), ლისაბონის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პორტუგალია) პროფესორებმა.

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებმა წარადგინეს შემდეგი თემები:

  • Water resources, water quality research methodology
  • The Technology of complex recycling of technogenic and anthropogenic solid wastes
  • Measuring devices used in environmental sciences
  • In situ measurement techniques for trace gas fluxes in terrestrial ecosystems
  • Hyperspectral remote sensing for vegetation and soil monitoring: opportunities from new generation spaceborne sensors
  • GIS technology for environmental monitoring

ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს და ლექტორებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

ელექტრონიკის ინოვაციური ლაბორატორია #IDEALAB

11-13 ივლისი 2022 თბილისი

საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლაში ელექტრონიკის ინოვაციური ლაბორატორია IDeaLab გაიხსნა, სადაც სტუდენტები პრაქტიკოსი მენტორების ხელმძღვანელობის ქვეშ ინოვაციურ პროექტებზე მუშაობენ.

IDeaLab-ი მოწოდებულია, სტუდენტს მისცეს პროფესიული ზრდისთვის საჭირო საშუალებები.

ლაბორატორია აღჭურვილია ელექტრონული ინჟინერიის თანამედროვე აპარატურითა და ინვენტარით. IDeaLab-ი, არის სივრცე, სადაც ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას, აბიტურიენტს, სტუდენტს შეუძლია მოიტანოს საინტერესო იდეა და მისი განხორციელებისთვის გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები: 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, CNC დანადგარი, ოსცილოგრაფი, სიგნალების გენერატორები, მულტიმეტრები, Ardunio და Raspberry მოდულები, სხვადასხვა ტიპის სენსორები.

 

კონფერენცია MENVIPRO-2019 

8-10 ოქტომბერი 2019 თბილისი

MENVIPRO-ს პროექტის ძირითადი მიზანია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სამაგისტრო ხარისხი (MSc.) სომხეთსა და საქართველოში გარემოსდაცვითი სფეროს სფეროში ბოლონიის პრინციპების შესაბამისად სასწავლო გეგმის სრული მოდერნიზაციის საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა უნივერსიტეტის მაგისტრატურის მოდიფიცირებული, უნივერსიტეტებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (AirLab), რომელიც გამოყენებული იქნა სტუდენტური პროექტებისთვის, გარე დაინტერესებული მხარეთა ერთობლივ პროექტებისთვის და სადემონსტრაციო საქმიანობისთვის, რაც აძლიერებს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის მეცნიერული გზების ძიებას. გარდა იმისა, რომ MENVIPRO-ს პროექტი მნიშვნელოვანია პროექტის პარტნიორებისთვის, მნიშვნელოვანია მისი სასარგებლო გავლენა მოსაზიდი ინვესტიციის მოცულობაზე, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, განათლებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე, აგრეთვე, ევროკავშირის, საქართველოსა და სომხეთს შორის საუნივერსიტეტო გამოცდილების გაზიარებაზე.

 

ვიზიტი პარტნიორ უნივერსიტეტებში

1-5 აპრილი 2019 ვიტერბო, ლისაბონი

2019 წლის 1-5 აპრილს, გაიმართა Erasmus + პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “საქართველოსა და სომხეთში გარემოს უსაფრთხოების სასწავლო პროგრამების განვითარება” (Modernization of Environment Protection Studies Programmes for Armenia and Georgia – MENVIPRO, 2018-2021, https://www.menvipro.eu/) დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის პირველი ნაწილი გაიმართა ქ. ვიტერბოში (იტალია), მას მასპინძლობდა ტუშიას უნივერსიტეტი (Università degli Studi della Tuscia) და იტალიის კვლევების საბჭო (Consiglio Nazionale delle Ricerche). შეხვედრის მეორე ნაწილი გაიმართა ქ.ლისაბონში (პორტუგალია) და მას მასპინძლობდა ლისაბონის უნივერსიტეტი (Universidade De Lisboa).

სამუშაო შეხვედრებზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარებული საქმიანობა და დაისახა მომდევნო ნაბიჯების განხორციელების უშუალო გზები. მომდევნო 6 თვის მანძილზე ძირითადი საქმიანობა მიმართული იქნება საქართველოსა და სომხეთში გარემოს დაცვით სფეროში ე.წ. SWOT ანალიზის ჩატარება, რათა მასზე დაყრდნობით დაზუსტდეს პროექტის ფარგლებში შესაქმნელი პროდუქტის - მოდერნიზებული საგანმანათლებლო პროგრამის პოტენციური მიმართულებები.

 

MENVIPRO პროექტის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა 

14-15 იანვარი 2019 ერევანი
 
2019 წლის 14-15 იანვარს ქ. ერევანში გაიმართა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “საქართველოსა და სომხეთში გარემოს უსაფრთხოების სასწავლო პროგრამების განვითარება” (Modernization of Environment Protection Studies Programmes for Armenia and Georgia – MENVIPRO, 2018-2021, https://www.menvipro.eu/) სასტარტო შეხვედრა. შეხვედრას მასპინძლობდა სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკოლოგიისა და ნოოსფეროს კვლევების ცენტრი (CENS).
პროექტის მიზანია სომხეთსა და საქართველოში გარემოს უსაფრთხოების სფეროში ინოვაციური სამაგისტრო პროგრამების შექმნა საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებით. ახალ კურიკულუმთან ერთად პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (AirLab) ჩამოყალიბება, რომლის ინფრასტრუქტურა გამოყენებული იქნება სტუდენტური პროექტებისთვის, სხვა დაინტერესებულ მხარეთა ერთობლივი პროექტებისთვის და სადემონსტრაციო საქმიანობისთვის, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის მეცნიერული გზების ძიებას.
 
საქართველოს უნივერსიტეტის მხრიდან სასტარტო შეხვედრას ესწრებოდნენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სკოლის პროფესორები კ. თავზარაშვილი და ი. ნოსელიძე.
 

 

 
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი