ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ხშირად დასმული კითხვები

რეგისტრაცია


როდის იწყება რეგისტრაცია პირველკურსელებისთვის?

პირველკურსელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით. ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების შესახებ, ინფორმაცია იხილით ბმულზე:    https://www.ug.edu.ge/ge/programs/1

რა არის საორიენტაციო დღეები?

საორიენტაციო დღეების განმავლობაში სტუდენტი ეცნობა მისთვის აუცილებელ ინფორმაციას უნივერსიტეტის, პროცედურების და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. პირველკურსელებს უტარდებათ გაცნობითი პრეზენტაცია და კამპუსის ტური, რითაც  საშუალება ეძლევათ, სწრაფად შეეგუონ საუნივერსიტეტო ცხოვრებას.  საორიენტაციო დღეების გრაფიკს პირველკურსელი მიიღებს ადმინისტრაციული რეგისტრაციის დროს.საორიენტაციო დღეები ჩატარდება 9-დან 14 სექტემბრის ჩათვლით.

რას გულისხმობს ადმინისტრაციული რეგისტრაცია?

სტუდენტის ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს სარეგისტრაციო ვადებში სწავლის წლიური საფასურის სრულად გადახდას, ხოლო გაცვლითი საგანმანთლებლო პროგრამაში ჩართული სტუდენტის მიერ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენას. .

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს პირველკურსელმა ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად ?

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
  • სკოლის ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟების შემთხვევაში);
  • ფოტოსურათი (3X4);
  • სწავლის საფასურის მეათედი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • თუ სტუდენტი არასრულწლოვანია, ადმინისტრაციული რეგისტრაციისას სავალდებულოა ახლდეს მშობელი ან მინდობილი პირი.
  • სწავლის საფასურის მეათედი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (2019 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სწავლის საფასური 10 ნაწილად გადაიხადონ). სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ ბანკებში: "თიბისი", "ქართუ ბანკი" და "ბაზის ბანკი" (რეკვიზიტი საჭირო არ არის, უნდა წარადგინოთ მხოლოდ პირადობის მოწმობა). სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს  ელექტრონულ მატარებელზე  (CD-ზე ჩაწერილი).
აქვს თუ არა სტუდენტს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის უფლება დადგენილი ვადის შემდეგ?

პირველკურსელისათვის, რომელიც რეგისტრაციის დროს სრულად ვერ წარმოადგენს საჭირო საბუთებს საპატიო მიზეზების გამო, გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია.

სტუდენტს შეუძლია ადმინისტრაციული რეგისტრაცია გაიაროს მიმდინარე სასწავლო წლის ამ შემთხვევაში 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით.

რა არის ფორმა 26 და სად არის შესაძლებელი მისი აღება?

ფორმა 26 არის ცნობა, რომლის წარდგენა ხდება შესაბამის სამხედრო განყოფილებაში და რომელიც ადასტურებს, რომ წარმდგენი არის ჩვენი უნივერსიტეტის მიმდინარე აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი.

ფორმა 26-ის აღება შესაძლებელია საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის (მთავარი შენობა: კოსტავას 77ა) მეხუთე სართულზე, კანცელარიაში.

როგორ ვნახო აბიტურიენტის ცნობარი?

აბიტურიენტების 2019 წლის ცნობარის სანახავად გადადით ბმულზე: https://www.ug.edu.ge/ge/bakalavrebis-cnobari



სწავლის საფასური და სტუდენტური სტატუსი


სად და როგორ ვიხდით სწავლის საფასურს?

სწავლის საფასურის გადახდა სტუდენტს შეუძლია თიბისი ბანკში, ქართუ ბანკში და ბაზისბანკში პირადობის დამადასტურებელი ბარათით.

როგორ ნაწილდება სწავლის საფასური?

2019 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სწავლის საფასური 10 ნაწილად გადაიხადონ (პირველი ოთხი წლის განმავლობაში).

რა ხდება სწავლის საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში?

იმ შემთხვევაში,  თუ სტუდენტი დროულად არ გადაიხდის სწავლის საფასურს, უნივერსიტეტი ერთი კვირით ადრე გააფრთხილებს სტატუსის შეჩერების შესახებ.

ყველა სტუდენტს წინასწარ მისდის ინვიდუალური  შეტყობინებები თავის პირად გვერდზე MyUG პორტალზე სწავლის საფასურის გადახდის ვადებთან დაკავშირებით. სტუდენტი ვალდებულია გაეცნოს ადმინისტრაციის სახელით მიღებულ შეტყობინებებს.



სასწავლო პროცესი


როდის იწყება სწავლა ბაკალავრებისთვის?

პირველკურსელი და მაღალკურსელი ბაკალავრებისთვის სწავლა შემოდგომის სემესტრში 16 სექტემბერს იწყება.

როდის იწყება სწავლა მაგისტრებისთვის?

სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის სწავლა შემოდგომის სემესტრში 2019 წლის 30 სექტემბერს იწყება.

საგნებს და სალექციო ცხრილს მე ვირჩევ თუ უნივერსიტეტი ადგენს?

პირველი კურსის პირველი სემესტრის ცხრილს ადგენს უნივერსიტეტი, ხოლო ენაში დღეებს ირჩევს სტუდენტი. ამის შემდგომ (მეორე სემესტრში) სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, თავად გაიაროს რეგისტრაცია და აირჩიოს საგნები და შეადგინოს სასწავლო ცხრილი.

რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს სტუდენტმა, რომ მოიპოვოს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი?

ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად და დიპლომის ასაღებად საჭიროა 240 კრედიტის დაგროვება.

რამდენი კრედიტის არჩევის საშუალება ეძლევა სტუდენტს სემესტრის განმავლობაში?

საბაკალავრო სწავლების სტუდენტისათვის აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სასწავლო კომპონენტების არჩევას სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 30 კრედიტისა, (გარდა დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისა და იმ შემთხვევისა როდესაც წინაპირობები არ იძლევა მეტ კრედიტზე დარეგისტრირების საშუალებას).

წელიწადში სტუდენტს შეუძლია აიღოს მაქსიმუმ 75 კრედიტიც.

რამდენი საათია 1 კრედიტი?

ერთი კრედიტი 30 საათია.

კრედიტების რაოდენობა წელიწადში (მაქსიმუმი/ მინიმუმი)

კრედიტების რაოდენობაა მინიმუმ 60 და მაქსიმუმ 75.

რამდენ ქულიანია შეფასების სისტემა და როგორ ნაწილდება ქულები?

შეფასების სისტემა არის 100 ქულიანი. რაც შეეხება გადანაწილებას, ეს დამოკიდებულია სკოლასა და არჩეულ ფაკულტეტზე.

რა შემთხვევაში იღებს სტუდენტი სტიპენდიას?

თუ შედეგების საშუალო არითმეტიკული არანაკლებ 91‐ია, სტუდენტს ეძლევა სტიპენდია. სტიპენდიის მიღების წინაპირობაა წლიური 60 კრედიტის დაგროვება და სტუდენტის სტატუსის შენარჩუნება საქართველოს უნივერსიტეტში. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სტიპენდია გაიცემა სტატუსის აღდგენის შემდეგ. სტიპენტია 8 თვის განმავლობაში ერიცხება სტუდენტს თვეში 100 ლარის ოდენობით.

რა არის პრერეკვიზიტი?
  • პრერეკვიზიტი არის საგნის წინაპირობა
  • ალტერნატიული წინაპირობა
  • თანაპირობა
  • ალტერნატიული თანაპირობა
რა არის სილაბუსი?

სილაბუსი სასწავლო კურსის პროგრამაა. მასში მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები, სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი), კურსის საათობრივად გაწერილი შინაარსობრივი გეგმა, გამოყენებული სახელმძღვანელოების გვერდების ან სხვა რესურსების დეტალური მითითებით. ასევე, ცოდნის შეფასების პრინციპები (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი და სხვა), მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც უზრუნველყოფს კურსის დასრულება.

რა არის ქვიზი?

ყოველკვირეული წერითი ან ზეპირი გამოკითხვა.

როდის ვისვენებთ?

სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს:

  • მარიამობას ‐ 28 აგვისტოს
  • გიორგობას ‐ 23 ნოემბერს
  • დამოუკიდებლობის დღეს ‐ 26 მაისს
  • საახალწლო არდადეგების განმავლობაში 28 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით
  • აღდგომის კვირას ‐ აღდგომის წინა ოთხშაბათიდან მომდევნო კვირის სამშაბათის ჩათვლით
  • საზაფხულო არდადეგების განმავლობაში- ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით
შესაძლებელია თუ არა დასაქმება სასწავლო პროცესის განმავლობაში?

საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტთა დასაქმების ხელშემწყობი სამსახური, რომელიც ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლაზე, მათი კარიერული უნარების განვითარებასა და დასაქმებაზე.

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხანგრძლივობა?

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს (8 სემესტრს), ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა 300/360 კრედიტს (10/12 სემესტრი), ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 120 კრედიტს (4 სემესტრს).

როდის იწყება სწავლა დოქტორანტებისთვის?

დოქტორანტებისთვის სწავლა იწყება 2018 წლის 16 სექტემბერს.



სტუდენტის სტატუსი


სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

ა)  პირადი განცხადება,

ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის არგავლა,

გ)  აკადემიური რეგისტრაციის არგავლა.

დ) სარეგისტრაციოდ განსაზღვრული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენა.

სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუდენტი უნივერსიტეტის პრეზიდენტებს წარუდგენს წერილობით განცხადებას. სტატუსის შეჩერების მოთხოვნა სტუდენტს შეუძლია შესაბამისი სემესტრის ფინალურ გამოცდებამდე.

რა შემთხვევაში ხდება სტატუსის აღდგენა და რა ვადებში?

აღდგენისთვის განცხადება მიიღება:

  • შემოდგომის სემესტრიდან სწავლის გასაგრძელებლად 20 მაისიდან 15 ივნისამდე
  • გაზაფხულის სემესტრიდან სწავლის გასაგრძელებლად 30 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე

სტუდენტის მიერ სტატუსის აღდგენის ვადის გადაცილებისას, სტატუსის აღდგენის საკითხს განიხილავს საბჭო. სტატუსის აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებისას აკადემიური საბჭო განსაზღვრავს სტატუსის აღდგენის პირობებს:

  • სტუდენტის მიერ უნივერსიტეტის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თუ სტატუსის შეჩერების საფუძველი ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა იყო;
  • ის სტუდენტები, რომელთაც სტატუსი შეუჩერდათ ადმინისტრაციული რეგისტრაციის არგავლის გამო, ვალდებულნი არიან გადაიხადონ როგორც სწავლის საფასური, ასევე ადმინისტრაციული რეგისტრაციის  არგავლის  გამო დაკისრებული სანქცია;
  • სტატუსის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრა.

სტუდენტს სტატუსი არ აღუდგება, თუ არსებობს საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების  დებულებით გათვალისწინებული სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.



გამოცდები


რა შემთხვევაში ხდება გამოცდის გადატანა?

თუ სტუდენტი საპატიო მიზეზით აცდენს საგანში შუალედური შეფასებას,  მას აღუდგება 1 საგანში მხოლოდ 1 შუალედური შეფასების ფორმა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა: 

ჯანმრთელობის მდგომარეობა;

  • ოჯახის წევრის/ ახლო ნათესავის გარდაცვალება;
  • სახელმწიფო სამსახურში გამოცხადების აუცილებლობა;
  • საკუთარი ან ოჯახის წევრის ქორწილი
  • შვილის შეძენა
  • ეროვნულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა.

მობილობით გადმოსულ და გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს, რომლებიც დაგვიანებით შეურთდნენ სასწავლო პროცესს აღუდგებათ ყველა შუალედური შეფასება, რომელიც ჩატარდა სტუდენტის სასწავლო პროცესში ჩართვამდე.

ფინალური გამოცდის  აღდგენა:

  1. დასკვნითი გამოცდის აღდგენის ვადა არ შეიძლება სცდებოდეს სასწავლო სემესტრის დასრულების ვადას. დასკვნით და შესაბამისი გამოცდის აღდგენას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 დღისა. აღდგენის ცხრილი სტუდენტს ეცნობება „ჩემი UG“–ის საგამოცდო ცხრილის მეშვეობით გამოცდის ჩატარებამდე მინიმუმ ორი დღით ადრე. 2
  2. ავადმყოფობის გამო დასკვნითი გამოცდის გაცდენის შემთხვევაში სტუდენტი წერს განცხადებას ჩემი UG-ის მეშვეობით შესაბამის შაბლონზე, არაუგვიანეს დასკვნით გამოცდის მეორე დღისა, რომელსაც განიხილავს ექიმი და ავადმყოფობის საპატიო მიზეზად ჩათვლის შემთხვევაში დაკმაყოფილებულ განცხადებას გადასცემს სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურს.
  3. სტუდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ავადმყოფობის ცნობა დასკვნითი გამოცდის ჩატარებიდან 3 დღის ვადაში. ცნობაში მითითებული უნდა იყოს, რომ კონკრეტულად გამოცდის მიმდინარეობის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ქონდა სტუდენტს შესაძლებლობა დასწრებოდა გამოცდას.
  4. დასკვნითი გამოცდის სხვა მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, გამოცდის აღდგენის უფლების მოსაპოვებლად სტუდენტმა „ჩემი UG“–ის მეშვეობით უნდა მიმართოს სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურს არაუგვიანეს გამოცდის ჩატარების მომდევნო სამუშაო დღისა და გამოცდის აღდგენამდე წარმოადგინოს საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი. გამოცდის გაცდენის საპატიო მიზეზებია: ოჯახის წევრის/ახლო ნათესავის გარდაცვალება, მაგისტრანტის სამსახურებრივი მივლინება ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. გამოცდის გაცდენის მიზეზის საპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში, სტუდენტი გამოცდას აღადგენს გადასახადის გადახდის გარეშე.
  5. სტუდენტი, რომლიც გამოირჩევა მნიშვნელოვანი წარმატებებით საზოგადოებრივი საქმიანობის, სპორტის ან ხელოვნების სფეროში, კერძოდ, თუ სტუდენტი არის საქართველოს ან საერთაშორისო ტურნირების, საერთაშორისო კონკურსების, ფესტივალების გამარჯვებული, პრიზიორი, ლაურიატი და სხვა შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში სარგებლობს იმ გამოცდის უფასოდ აღდგენის უფლებით, რომლის გაცდენის მიზეზი შესაბამის ღონისძიებაში მონაწილეობაა. ასეთ შემთხვევაში, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურს გამოცდამდე ერთი სამუშაო დღით ადრე და განცხადებას დაურთოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
  6. არასაპატიო მიზეზით გაცდენილი გამოცდის აღდგენის შემთხვევაში სტუდენტი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურს მიმართავს არაუგვიანეს გამოცდის ჩატარების მომდევნო ორი სამუშაო დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს გამოცდის აღდგენის საფასურის გადახდის ქვითარი. გამოცდის აღდგენის საფასური დგინდება პრეზიდენტების აქტით.
  7. ექიმის მიერ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გამოცდა აღდგენას არ ექვემდებარება.
რა შემთხვევაში ეთვლება სტუდენტს საგანი ჩავარდნილად?

საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტი დაძლეულია 51 ქულის (51%) მიღების შემთხვევაში; ამასთან, სტუდენტმა ფინალურ გამოცდაში უნდა აიღოს მაქსიმალური 40 ქულიდან 20 ქულა მაინც. სტუდენტი სარგებლობს ფინალური გამოცდის გადაბარების უფლებით შემდეგ შემთხვევებში: სტუდენტი, რომელმაც ვერ მიიღო ფინალური გამოცდის ჩაბარებისათვის დადგენილი მინიმალური 20 ქულა, მაგრამ შეფასებათა ფორმების ნებისმიერი ერთობლიობით (ქვიზი, შუალედური გამოცდა, პრეზენტაცია; ფინალური გამოცდა) უგროვდება 41 ქულა და მეტი, დაიშვება დამატებით გამოცდაზე.

როგორ ხდება გამოცდის შედეგების გასაჩივრება?

სტუდენტი უფლებამოსილია გაეცნოს ნაშრომს და გაასაჩივროს შუალედურ შეფასებაში მიღებული შედეგი მიღებული შეფასების UG სისტემაში ასახვიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. შუალედური შეფასების გასაჩივრებაზე დაშვების გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სკოლის დეპარტამენტის უფროსი.

ფინალური გამოცდის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა სტუდენტი უფლებამოსილია „ჩემი UG“–ის მეშვეობით განცხადებით მიმართოს თავისი სკოლის დირექტორს/დეპარტამენტის უფროსს და გაასაჩივროს ფინალური გამოცდის შედეგი. სტუდენტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს, თუ რომელ საკითხს ან შეფასების რა ნაწილს აპროტესტებს. ზოგადი პროტესტი არ განიხილება. განცხადების მიღებიდან 7 დღის ვადაში სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს განცხადების განხილვასა და შედეგების სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურისათვის მიწოდებას.



საერთაშორისო აღიარება


არის თუ არა ჩვენი დიპლომი საერთაშორისოდ აღიარებული ?

საქართველოს უნივერსიტეტი მონაწილეობს ბოლონიის პროცესში და ის აღიარებული უნივერსიტეტია როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გვაქვს თუ არა გაცვლითი პროგრამები?

საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის გაცვლით პროგრამებს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში. საქართველოს უნივერსიტეტი 2013 წლიდან ჩართული იყო ერაზმუს მუნდუსის გაცვლით პროგრამაში.

ვის მივმართო გაცვლითი პროგრამების თაობაზე?

საქართველოს უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამების საკითხებს კურირებს საერთაშორისო სტუდენტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური (#504 ოთახი).



2019 წლის გარე მობილობა


განსაკუთრებული ფინანსური შეთავაზება 2019 წელს გარე მობილობით გადმოსულ საბაკალავრო სწავლების სტუდენტებს

საქართველოს უნივერსიტეტში ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე 2019/2020 სასწავლო  წელს   გარე მობილობით გადმოსული სტუდენტები   ისარგებლებენ  განსაკუთრებული ფინანსური შემოთავაზებით:

  • სწავლის საფასურის გადახდა 10 ნაწილად.
გარე მობილობის ვადები და წარსადგენი დოკუმენტაცია ბაკალავრებისთვის

საბაკალავრო პროგრამებზე  მობილობის მსურველმა სტუდენტმა  27 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს და განცხადებას თან დაურთოს შემდეგი საბუთები:
ნოტარიულად დამოწმებული სკოლის ატესტატი, ასლი და ელექტრონული ვერსია; მოცემული;  (JPJ ფორმატით);      

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების სერტიფიკატის ასლი და ელექტრონული ვერსია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ( JPJ ფორმატით);               
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, იმ გვერდების ასლი და ელექტრონული ვერსია,  სადაც მფლობელის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული;  (JPJ ფორმატით);               
  • 1 ნაბეჭდი ფოტოსურათი (3X4) და ელექტრონული ვერსია; ( JPJ ფორმატით);               
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, იმ გვერდების ასლი და ელექტრონული ვერსია,  სადაც მფლობელის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული (ვაჟების შემთხვევაში);( JPJ ფორმატით);               
  • ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან; (ელ. ვერსიაც).( JPJ ფორმატით);                
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ან ამონაწერი სტატუსის შეჩერების/შიდა მობილობის / შეწყვეტის ბრძანებიდან; (ელ. ვერსიაც).( JPJ ფორმატით);               
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი), ასევე ელექტრონული ვერსიაც (JPJ ფორმატით);
  • გავლილი საგნების სილაბუსების ან თითოეული საგნის მოკლე აღწერის (ანოტაცია) ელექტორნული ვერსია ( JPJ ფორმატით);             

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი:https://ug.edu.ge/ge/mobiloba-gazafkhuli-2019

გარე მობილობის ვადები და წარსადგენი დოკუმენტაცია მაგისტრებისთვის

სამაგისტრო პროგრამებზე მობილობის მსურველმა 2019 წლის 27 აგვისტოდან 2019 წლის  10 სექტემბრის  ჩათვლით შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს და  განცხადებას თან დაურთოს შემდეგი საბუთები:

  • ნოტარიულად დამოწმებული  ბაკალავრის დიპლომის ასლი და ელექტრონული ვერსია. ( JPJ ფორმატით);               
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, იმ გვერდების ასლი და ელექტრონული ვერსია,  სადაც მფლობელის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული;  ( JPJ ფორმატით);               
  • 1 ნაბეჭდი ფოტოსურათი (3X4) და ელექტრონული ვერსია; ( JPJ ფორმატით);               
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, იმ გვერდების ასლი და ელექტრონული ვერსია,  სადაც მფლობელის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული (ვაჟების შემთხვევაში); ( JPJ ფორმატით);               
  • ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;(ელ. ვერსიაც). ( JPJ ფორმატით);               
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ან ამონაწერი სტატუსის შეჩერების /შიდა მობილობის / შეწყვეტის ბრძანებიდან;(ელ. ვერსიაც). ( JPJ ფორმატით);               
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი)ფურცელი), როგორც ასლი, ასევე ელექტრონული ვერსიაც ( JPJ ფორმატით);                
  • გავლილი საგნების სილაბუსების ან თითოეული საგნის მოკლე აღწერის (ანოტაცია) ელექტორნული ვერსია ( JPJ ფორმატით);  

ბიზნეს სამართლის პროგრამის ძირითადი მოთხოვნები:

საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამაზე მობილობით გადმომსვლელთათვის განისაზღვრება შემდეგი ძირითადი მოთხოვნები:

  • ვალდებულია ჩააბაროს ზეპირი გამოცდა ინგლისურ  ენაზე სპეციალობაში. 
    გასაუბრების საკითხები  და ძირითადი პრინციპებია:
    ა) საერთაშორისო სამართალში;
    ბ) საკორპორაციო სამართალში;
    გ) სახელშეკრულებო სამართალში.
  • საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამაზე ინგლისური ენის ცოდნის მინიმალური დონეა- B2, რაც განისაზღვრება:
     ან ა) საუნივერსიტეტო გამოცდით, მინიმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში
    ან ბ) საერთაშორისოდ აღიარებული ენის გამოცდების (IELTS, TOEFL ან Cambridge English Exam-ის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით (ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი ქულაა IELTS - 5.5-6.5; TOEFL 87-109 IBT, Cambridge English Exam -160-179);
    ან გ) ბაკალავრატში ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: https://ug.edu.ge/ge/mobiloba-gazafkhuli-2019

გარე მობილობის ვადები და წარასადგენი დოკუმენტაცია დოქტორებისთვის

სადოქტორო პროგრამებზე მობილობის მსურველმა 2019 წლის 27 აგვისტოდან 2019 წლის  10 სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს და  განცხადებას თან დაურთოს შემდეგი საბუთები:

  • ნოტარიულად დამოწმებული მაგისტრის დიპლომის ასლი და ელექტრონული ვერსია.  ( JPJ ფორმატით);  
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, იმ გვერდების ასლი და ელექტრონული ვერსია,  სადაც მფლობელის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული; ( JPJ ფორმატით);  
  • 1 ნაბეჭდი ფოტოსურათი (3X4) და ელექტრონული ვერსია;( JPJ ფორმატით);  
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, იმ გვერდების ასლი და ელექტრონული ვერსია,  სადაც მფლობელის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული (ვაჟების შემთხვევაში);( JPJ ფორმატით);  
  • ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;(ელ. ვერსიაც).( JPJ ფორმატით);  
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ან ამონაწერი სტატუსის შეჩერების /შიდა მობილობის  / შეწყვეტის ბრძანებიდან;(ელ. ვერსიაც).( JPJ ფორმატით);  
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი)ფურცელი), როგორც ასლი, ასევე ელექტრონული ვერსიაც(( JPJ ფორმატით);  
  • გავლილი საგნების სილაბუსების ან თითოეული საგნის მოკლე აღწერის (ანოტაცია) ელექტორნული ვერსია ( JPJ ფორმატით);  

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: https://ug.edu.ge/ge/mobiloba-gazafkhuli-2019



SHARE ON








ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი