ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

ინგლისურის მასწავლებელი-Studio Lingo

27 March 2026
ინგლისურის მასწავლებელი
 
ძირითადი მოვალეობებია:
  • ონლაინ და ცოცხალი გაკვეთილების ჩატარება მოსწავლეებთან 17 წელს ზემოთ (1 გაკვეთილი 1 სთ 30 წთ)
  • გუნდის წევრებთან დროული კომუნიკაცია (მაგ: მოსწავლის გაცდენის თარიღების ადმინისტრატორისთვის მიწოდება) და იშვიათად რეპორტების წერა.
  • პერიოდულად გუნდთან ერთად ონლაინ და ცოცხალ შეკრებებზე დასწრება.
  • პერიოდულად YouTube-ის ან/და მოკლე ვიდეო გადაღებებში მონაწილეობა - დაახლოებით 2 თვეში ერთხელ
თქვენგან ვითხოვთ, რომ:
  • იყოთ მინიმუმ 22 წლის.
  • ინგლისურს ფლობდეთ C1 დონეზე და ქართული იყოს მშობლიური ენა
  • ფლობდეთ ახსნისა და გადმოცემის უნარს
  • იყოთ ენერგიული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი ჩვენი გუნდის მიმართ (რაც ჩვენი გუნდის წევრისთვის აუცილებელია)
  • გიყვარდეთ ინგლისურის სწავლება და პროფესიულად საკუთარ მომავალს ამ საქმიანობას უკავშირებდეთ (უპირატესობას მივანიჭებთ ამ პროფესიის კანდიდატებს)
  • გქონდეთ ონლაინ ან ცოცხალი სწავლების გამოცდილება და იყოთ ტექნიკასთან მეგობრული
  • გიყვარდეთ კამერის ობიექტივში გამოჩენა
  • ჩვენთან მუშაობის პერიოდში ასწავლოთ მხოლოდ ჩვენს მოსწავლეებს
ჩვენი გუნდი გთავაზობთ:
  • ამ პროფესიაში განვითარების დიიიდ პერსპექტივას
  • გამზადებულ სასწავლო ელექტრონულ მასალებს
  • ჯანმრთელობის დაზღვევის ძალიან ხელსაყრელ კორპორაციულ პაკეტს
  • ცოცხალ შეკრებებზე გასართობ აქტივობებს (ჩვენი გართობები: იხილეთ აქ)
  • საინტერესო სიახლეებს
  • ძაააალზე მხარდამჭერ და მეგობრულ გარემოს (ამას უბრალოდ არა, მართლა გპირდებით)
  • წამახალისებელ საჩუქრებს, რომლებსაც ჩვენი გუნდის ერთგულ წევრებს ტრადიციულად ვჩუქნით
სამუშაოს ტიპი - ჰიბრიდული (გაკვეთილების ჩატარება ონლაინ ან ცოცხლად), ცოცხალი შეკრებები (გადაღებები და გასართობი შეხვედრები)

სამუშაოს გრაფიკი: სრული განაკვეთი: კვირაში 40 საათი. აქედან მინიმუმ 22 საათი უნდა იყოს საღამოს საათები 19:00 - 22:30. დანარჩენს თავად გვითანხმებთ

ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე, ჩვენს სკოლაში მოქმედებს ჯუნიორ, მიდლის და სენიორ მასწავლებლების სისტემა კანდიდატების გამოცდილების მიხედვით.

კანდიდატებს, რომლებიც შერჩევის მინიმალურ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ, თუმცა აქვთ ამ სფეროში განვითარების პოტენციალი, Studio Lingo სთავაზობს არაანაზღაურებად სტაჟირებას Studio Lingo-ს მასწავლებლების გადასამზადებელ აკადემიაში. წარმატებული კურსდამთავრებულები კი დასაქმდებიან ჩვენს სკოლაში ჯუნიორ მასწავლებლებად.
თუ ხარ მოტივირებული მასწავლებელი და ამ ვაკანსიით დაინტერესებული, შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდისა და შენი მომავალი მოსწავლეების წარმატების ისტორიის განუყოფელი ნაწილი!
 
 
 
 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.

 აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

 
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი