ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

საჯარო ლექცია - RATTUS: ვირთხების გავრცელება ევროპაში და კავკასიის როლი მათ მიგრაციაში

3 February 2026

 

10 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „RATTUS: ვირთხების გავრცელება ევროპაში და კავკასიის როლი მათ მიგრაციაში“. ლექციას წაუძღვება, იორკის უნივერსიტეტის (ინგლისი) პროფესორი, ზოოარქეოლოგი დევიდ ორტონი, რომელიც განიხილავს, სახეობის, როგორც ადვილად ადაპტირებადი არსებების როლს, მსოფლიო ისტორიაში. აღსანიშნავია, ზოოარქეოლოგიური მიმართულების ის თანამედროვე კვლევები, რაც სხვადასხვა ძუძუმწოვართა, ამ შემთხვევაში მღრნელების (ვირთხები) მიგრაციას უკავშირდება. 

იმის გამო, რომ ვირთხები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პოპულაციას წარმოადგენენ და ამავე დროს ადამიანებთან თანაცხოვრების საუკუნეებს ითვლიან, ატარებენ ძვირფას ინფორმაციას ამა თუ იმ საზოგადოებების  კვებით, სოციალური, ინფექციური, სავაჭრო-ეკონომიკური და სხვ. თვალსაზრისით.

საჯარო ლექციაზე წარმოდგენილი იქნება მოდელი, თუ როგორ მოხდა ამ მღრნელთა გავრცელება შორეული აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით და რა ადგილი უკავია ამ პროცესში კავკასიას.  მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს, ამავე პროექტის ფარგლებში, დაიწყება სამშვილდის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ზოოარქეოლოგიური მასალების კვლევა, რაც მნიშვნელოვან სიახლეს და დამატებით ინფორმაციას შესძენს აღნიშნულ კვლევებს.

 

დრო: 10 თებერვალი, 13:00 საათი 

ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, VII სართული, 719 აუდიტორია 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი