ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

2 February 2026

 

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დაფინანსების მოსაპოვებლად. სკოლა ტარდება გამჭვირვალობის, კორუფციისა და ფინანსური დანაშაულის კვლევის ინსტიტუტის და სალონიკის ,არისტოტელეს" სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ, მისი თემატიკაა - „ფინანსური დანაშაულის, კორუფციისა და ფულის გათეთრების ბოლოდროინდელი განვითარება: ევროპული და საერთაშორისო პერსპექტივები“.

მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის (მინიმუმ ოთხსემესტრგავლილი), მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა ელ-ფოსტაზე: institute.criminallaw@gmail.com 

  • CV (ქართულად ან ინგლისურად, PDF ფორმატში);
  • გავლილი სემესტრების ნიშნების ფურცელი (შესაძლებელია ელ. ბაზიდან ამონაწერის დასკანერებული ვერსია ან სურათი);
  • სამოტივაციო წერილი (ქართულად ან ინგლისურად, PDF ფორმატში).

საზაფხულო სკოლა 6-11 ივლისის პერიოდში ჩატარდება, ჰიბრიდულ რეჟიმში, რაც საშუალებას იძლევა, რომ მონაწილეები ჩაერთნონ პირადად და ასევე ონლაინ, ინტერაქციული სესიებით. 

დეტალური ინფორმაცია სკოლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://websites.auth.gr/anticorruptionlab/en/actions/summer-school-financial-crime-corruption-and-money-laundering-2026-en/

 

პირველ ეტაპზე შერჩეულ კონკურსანტებთან დაინიშნება გასაუბრება.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 16 თებერვალი, სათაურის ველში მიუთითეთ "ზაფხულის სკოლა სალონიკში".

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი