ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სკოლის სტრუქტურა

მათემატიკის ინსტიტუტი

 

მათემატიკის ინსტიტუტი

როლანდ დუდუჩავა 

მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი 

განათლება მიიღო თბილისში, 1968 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა მათემატიკის მაგისტრის ხარიხსი. ამის შემდეგ, 1968-71 წლებში, გახლდათ ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი. 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და დაიწყო მუშაობა იქვე, მათემატიკის ინსტიტუტში, სადაც მუშაობს დღემდე და ხელმძღვანელობს მათემატიკური ფიზიკის განყოფილებას. 1989 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მოსკოვში, ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში.2001 წლიდან იყო ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, 1981 წელს გახდა ჰუმბოლდტის სტიპენდიანტი და ეწეოდა კვლევით საქმიანობას 2 წლის განმავლობაში გერმანიაში, დარმშტადტის უნივერსიტეტში. 2002 წელს გახდა გერმანიის კვლევითი საზოგადოების (DFG) პროფესორი-მერკატორი, კითხულობდა ლექციებს საარბრიუკენის უნივერსიტეტში. იქვე, საარბრიუკენში, 2003 წლიდან 2007 წლამდე იყო დიფერენციალური გეომეტრიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი და კითხულობდა ლექციებს დიფერენციალურ გეომეტრიაში, დიფერენციალურ განტოლებებში და ოპერატორთა თეორიაში. 1989-2003 და 2009-2012 წლებში ის გახლდათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ასევე, 2008-2009 წლებში, ევრო-კავკასიური ქართულ-გერმანული უნივერსიტეტის სრული პროფესორი.




მათემატიკის ინსტიტუტის მიზანია  უნივერსიტეტის ფარგლებში ხელი შეუწყოს სამეცნიერო- კვლევით და სასწავლო პროცესების ეფექტურად წარმართვას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სამეცნიერო კადრების მომზადებას მათემატიკაში და მექანიკაში. ინსტიტუტის დანიშნულებაა დასახელებული მიმართულებით ფუნდამენტური კვლევების, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

ინსტიტუტი არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული და ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სასწავლო პროცესში.

 

ინსტიტუტის დებულება

 

ინსტიტუტის თანამშრომლები

თეიმურაზ ფირაშვილი, 

მეცნიერ-მკვლევარი, დოქტორი

ელ-ფოსტა: teimuraz.pirashvili@gmail.com

1981 წელს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში დისერტაციის დაცვის შემდეგ. 2000 წელს მიენიჭა ჰაბილიტერებული დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, ვარშავის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ, რომლის ბაზაზეც 2002 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას მიანიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ის არის ჰუმბოლტის საზოგადოების პრემიის ლაურეატი (1999). 1980-1982 წლებში ის მუშაობდა თბილისის კიბერნეტიკის ინსტიტუტში; 1982 წლიდან 2006 წლამდე - ანდრეა რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, ხოლო 2006-2021 წლებში ლესტერის უნივესიტეტში და 2021 წლიდან დღემდე საქართველოს უნივერსიტეტშია. 1990-2010 წლებში ის მუშაობდა როგორც მიწვეული პროფესორი დასვლეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში, მათ შორის მაქს-პლანკის ინსტიტუტში ბონში, ნიუტონის ინსტიტიტში კემბრიჯში, მიტტაგ-ლეფლერის ინსტიტუტში სტოკჰოლმში, ჩიკაგოს, პარიზის, სტრასბურგის, ნანტის, მონპელიეს, ბილეფელდის, სანტიაგო-დე კომპოსტელას და სხვა უნივერსიტეტებში. მისი სამეცნიერო ინტერესებია ჰომოლოგიური ალგებრა, ჰომოტოპიის თეორია, ლის და ლაიბნიცის ალგებრები.

გიორგი ტეფნაძე

მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი

ელ-ფოსტა: giorgitephnadze@gmail.com

2016 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი მათემატიკაში, ორმაგი დიპლომით, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შვედეთის ლულეოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთო პროგრამის ფარგლებში, ხოლო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები გაიარა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2017 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის მათემატიკის უნივერსიტეტის მეცნიერი-თანამშრომელი, ერთი სადოქტორო დისერტაციის და რამდენიმე სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი. 2022 წლიდან არის სამაგისტრო პროგრამის-„წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის“ ხელმძღვანელი. გიორგი ტეფნაძის კვლევის მიმართულებებლია მათემატიკური ანალიზი და კერძოწარმოებული დიფერენციალური განტოლებები. ამ მიმართულებით, საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი პუბლიკაცია, რომელიც შესრულებულია, როგორც ინდივიდუალურად, ისე ქართველ, შვედ, უნგრელ, დიდ ბრიტანეთის და ჩეხეთის რესპუბლიკაში მოღვაწე მკვლევარებთან თანაავტორობით, არის ერთი მონოგრაფიის და ინგლისურ ენაზე შესრულებული ერთი წიგნის ავტორი.

2013 წელს მოიპოვა ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია 40 წლამდე ახალგაზრდა მათემატიკოსებისთვის, რომელსაც გასცემს საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი, 2017 წელს დასახელდა წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერად, რომელიც გასცა შოთა რუსთაველი ეროვნული სამეცნიერო ფონდმა, 2022 წელს კი მოიპოვა ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდია, რომელსაც რუსთაველი ფონდი გადასცემს საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერს საბუნებისმეტყველო მიმართულებებში.

2010 წლიდან აქვს სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობისა და ხელმძღვანელობის გამოცდილება 15-მდე სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, შვედეთის ინსტიტუტის და ჰუმბოლტის ფონდის მიერ.



ემზარ ხმალაძე 

მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი

ელ-ფოსტა: e.khmaladze@ug.edu.ge

ემზარ ხმალაძე არის საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკის დეპარტამანტის ხელმძღვანელი და მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლი. მან 1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1992-1995 წლებში იყო ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი. 2001 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს იყო თსუ ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, თსუ ახალციხის ფილიალის და საავიაციო ინსტიტუტის ლექტორი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი; 2002 წელს მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. 2003 წელს მოიპოვა INTAS -ის, ხოლო 2004 წელს ესპანეთის მთავრობის კვლევითი სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერებისთვის და 2 წლის მანძილზე ეწეოდა კვლევით საქმიანობას ესპანეთში, ჯერ გრანადის და შემდეგ სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტებში. 2010- 2014 წლებში მუშაობდა მკვლევარის პოზიციაზე ვიგოს (ესპანეთი) უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის განყოფილებაში; ემზარ ხმალაძეს შესრულებული აქვს 40-მდე სამეცნიერო სტატია, ძირითადად გამოქვეყნებული იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში; მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში, საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებასა და მუშაობაში; არის არასამთავრობო ორგანიზაციის თბილისის მათემატიკურ მეცნიერებათა ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჟურნალის - Advanced Studies: Euro-Tbilisi Mathematical Journal მენეჯერ-ედიტორი; აქვს პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოს უნივერსიტეტში ის უძღვება სალექციო კურსებს ალგებრაში, ტოპოლოგიაში, წრფივ ალგებრაში, ანალიზურ გეომეტრიაში, რიცხვთა თეორიში, კრიპტოლოგიაში. ასევე სპეცკურსებს ალგებრაში, ალგებრულ ტოპოლოგიაში, კატეგორიათა თეორიაში და მათემატიკურ კრიპტოგრაფიაში.



მედეა ცაავა 

მკვლევარი, დოქტორი

ელ-ფოსტა: m.caava@yahoo.com

მედეა ცაავა არის საქართველოს უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის მკვლევარი და ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სკოლის მოწვეული ლექტორი. მან სწავლა დაასრულა საქართველოს უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულებით 2021 წელს და მოიპოვა დოქტორის ხარისხი. ის ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის, რომელთა ნაწილი მაღალ რეიტინგულ ჟურნალშია გამოქვეყნებული. 2013-2022 წლების მანძილზე მონაწილეობა მიიღო 8 სამეცნიერო პროექტში, რომლებიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ჰუმბოლდტის ფონდის (გერმანია) მიერ. საქართველოს უნივერსიტეტში მ. ცაავა კითხულობს სალექციო კურსებს რამდენიმე საგანში სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის. 2022 წლიდან ის ასევე არის მოწვეული ლექტორი აგრარულ უნივერსიტეტში. მედეა ცაავა არის რამდენიმე საქართველოსა და საზღვარგარეთ ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციებისა და ვორქშოფების მონაწილე, ასევე არის საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.

 

გიორგი თუთბერიძე 

მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი

ელ-ფოსტა: giorgi.tutberidze1991@gmail.com

გიორგი თუთბერიძემ 2015 წელს მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი გამოყენებით მათემატიკაში. 2021 წელს კი მას მიენიჭა საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხი მათემატიკაში. ამავე წლის დეკემბერში ის გახდა ფილოსოფიის დოქტორი ინჟინერიაში, ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში, ნორვეგია. სადოქტორო სწავლების დროს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სადოქტორო პროგრამების გრანტი. ის ასევე არის ახალგაზრდა მკვლევარი და მონაწილე ამავე ფონდის მხარდაჭერილი რამდენიმე პროექტისა. 2021 წელს, სადოქტორო სწავლის დასრულების შემდეგ, საქმიანობას აგრძელებს საქართველოს უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტში და მის სამეცნიერო ჯგუფთან ერთად მუშაობს კვლევებზე, მათემატიკური და ჰარმონიული ანალიზის მიმართულებით. მას პრესტიჟულ ჟურნალებში უკვე გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო ნაშრომი. ის მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციებში და სემინარებში. აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში და კითხულობს ლექციებს სავალდებულო კურსებზე.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი