პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების მქონე ჟურნალისტები და ამგვარად ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის კეთილდღეობას.
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს, ტრადიციული ამერიკული და ევროპული ჟურნალისტიკის საფუძვლებზე დაყრდნობით, პრაქტიკულ და პროფესიონალურ უნარ–ჩვევებს შეასწავლის.
პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებს გამოუმუშაოს სხვადასხვა წყაროსა და მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოძიების უნარი, მულტიმედიური პროდუქტების შექმნის უნარი, სხვადასხვა საკითხზე გაშუქების უნარი, როგორც ონლაინ და ბეჭდური, ისე ტელევიზიისა და რადიოსთვის, ჟურნალისტური გამოძიების დაგეგმვისა და წარმოების უნარი, ფოტორეპორტაჟებისა და დოკუმენტური ფილმების შექმნის უნარი.
პროგრამის კურსები:
ჟურნალისტური ოსტატობა I/ახალი ამბები
ჟურნალისტური ოსტატობა II/ტელევიზია-რადიო
ჟურნალისტური ოსტატობა III/სიღრმისეული წერა
ჟურნალისტური ოსტატობა IV/საგამოძიებო ჟურნალისტიკა
ჟურნალისტური ოსტატობა VI/პოლიტიკის და არჩევნების გაშუქება
ჟურნალისტური ოსტატობა VII/ბიზნესისა და ეკონომიკის გაშუქება
პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდეს:
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული როგორც ონლაინ, ისე ბეჭვდით და ელექტრონულ (გაზეთი, რადიო, სააგენტო, ტელეკომპანია, ჟურნალი) მედია კომპანიებში.
აგრეთვე, მათ შეეძლებათ დასაქმდნენ ნებისმიერ კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ან არასამათავრობო ორგანიზაციების და მედიასთან ურთიერთობების სამსახურში.