საქართველოს უნივერსიტეტი

 

საქართველოს უნივერსიტეტი 2004 წელს ერთი მნიშვნელოვანი იდეით შეიქმნა - საქართველოში შექმნილიყო თანამედროვე, დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული უნივერსიტეტი, სადაც განათლება, თავისუფალი აზროვნება და პროფესიული შესაძლებლობები ერთმანეთთან იქნებოდა დაკავშირებული.

უნივერსიტეტი პროფესორებმა მანანა სანაძემ და გიული ალასანიამ დააფუძნეს. 2004 წელს იგი საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის სახით შეიქმნა, ხოლო უნივერსიტეტის განვითარებასთან და ახალი საგანმანათლებლო მიმართულებების დამატებასთან ერთად, 2007 წლიდან საქმიანობას საქართველოს უნივერსიტეტის სახელით აგრძელებს.

დღეს საქართველოს უნივერსიტეტი თანამედროვე, მრავალპროფილური საგანმანათლებლო და კვლევითი უნივერსიტეტია, სადაც 80-ზე მეტი აკადემიური პროგრამა ხორციელდება სწავლების ყველა საფეხურზე - საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიან და სადოქტორო დონეებზე. უნივერსიტეტში 10 000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს, პროგრამები კი ქართულ და ინგლისურ ენებზე ხორციელდება.

ჩვენთვის განათლება ცოდნის მიღებაზე მეტია. საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტები სწავლობენ, იკვლევენ, აღმოაჩენენ და ქმნიან; თავიანთ აკადემიურ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებას, კვლევას, ტექნოლოგიებსა და პროფესიულ განვითარებას უკავშირებენ.

ჩვენი ამბიციაა, ვიყოთ სივრცე, სადაც ცოდნა არა მხოლოდ გადაეცემა, არამედ იქმნება - კვლევის, ინოვაციის, ტექნოლოგიებისა და თავისუფალი აზროვნების გზით.

ამ პროცესის მთავარი ძალა უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პროფესიონალების გუნდია - გამოცდილებისა და თანამედროვე ცოდნის მქონე ადამიანები, რომლებიც სტუდენტებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ კრიტიკული აზროვნების, პრაქტიკული უნარებისა და დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობას აძლევენ.

საქართველოს უნივერსიტეტი აერთიანებს განათლებას, კვლევას, ინოვაციასა და საერთაშორისო გამოცდილებას და ქმნის გარემოს, რომელიც ადამიანს ეხმარება, გახდეს არა მხოლოდ ძლიერი პროფესიონალი, არამედ საკუთარი მომავლის შემქმნელი.

დღეს საქართველოს უნივერსიტეტი საქართველოს ყველაზე მაღალრეიტინგული კერძო უნივერსიტეტია და საერთაშორისო აკადემიურ რეიტინგებში მზარდი პოზიციებით აგრძელებს გლობალური აკადემიური რეპუტაციის გაძლიერებას.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი