7 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიკოს შოთა ნადირაშვილისადმი მიძღვნილი სტუდენტ-ფსიქოლოგთა კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა ფსიქოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ნანა ბურდულმა, მან ასევე ისაუბრა ბატონ შოთა ნადირაშვილზე, როგორც პიროვნებასა და მეცნიერზე.
განწყობის ანტროპულ თეორიაზე ისაუბრა საქართველოს უნივერსიტეტში განწყობის ფსიქოლოგიის სალექციო კურსის ლექტორმა, ქალბატონმა ლელა ტყეშელაშვილმა.
ხოლო, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესრომა თამარ კერძაიამ ისაუბრა შოთა ნადირაშვილის როლზე ქართული ფსიქოლოგიის განვითარებაში.
მოხსენებებით წარსდგნენ, როგორც ფსიქოლოგიის საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები: მარიამ იზორია, ელენე ფურცელაძე, ნათია კიკნაძე, თეონა ედილაშვილი, ნიკოლოზ კუჭუაშვილი, რუსუდან (ლუსი) ბექაური და სხვები.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებმაც: თეონა დემეტრაშვილი, თინათინ კოტიშაძე.
კონფერენციის დასრულების შემდეგ შოთა ნადირაშვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ მონაწილეთა ნაწილი გაემართა დიდუბის პანთეონში.