UG-ში საგამოძიებო ჰაკათონი გაიმართა!
მონაწილეებს საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და OSINT-ის მეთოდები გავუზიარეთ, შემდეგ კი ეს ცოდნა პრაქტიკაში, ორდღიან ჰაკათონზე გამოსცადეს.
მათ სპეციალურად ამ ფორმატისთვის შექმნილ სიმულაციურ ქეისსა და დოკუმენტებზე იმუშავეს: დამოუკიდებლად გამოიკვლიეს ფაქტები, გადაამოწმეს ინფორმაცია და საბოლოოდ, საგამოძიებო სტატიები მოამზადეს.
ვულოცავთ ჰაკათონის ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი გამარჯვებულებს: საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტს, ანანო ომაძესა და მოსწავლეთა გუნდს „გზამკვლევარნი“!
დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს ინტერესისთვის, მონდომებისა და გაწეული შრომისთვის.