სადოქტორო მიღება 2026-2027 წლის გაზაფხულის სემესტრზე დაწყებულია.
ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები უნდა წარმოადგინოთ საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსში, სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურში, ოთახი #511 , 2026 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით, დილის 11 საათიდან 6 საათამდე. (14:00 დან 15:00 საათამდე შესვენების საათებია)
სავალდებულოა საბუთები იყოს წარმოდგენილი, როგორც ბეჭდური სახით ასევე CD ზე ჩაწერილი ელ. ფორმატით;
- პროფესიული რეზიუმე (პროგრამის განხორციელების ენაზე შესრულებული)
- ფოტოსურათი 3X4;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (რეგისტრაციის პროცესში) და ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში პასპორტის/ბინადრობისნებართვის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ან ბინადრობის მოწმობა და შესაბამისი დოკუმენტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი გვერდების ასლი , სადაც მფლობელის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული;
- ინგლისური ენის ცოდნის B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატი ან დარგის
სპეციფიკის გათვალისწინებით საზღვარგარეთ ინგლისურენოვანი ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/დოქტორანტურის პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან დაინტერესებულმა პირმა უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში. ინგლისურ ენაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი არის მაქსიმალური შეფასების 60%. ინგლისური ენის ნაცვლად სხვა უცხო ენის ცოდნის შემთვევაში, უნდა დადასტურდეს არანაკლებ B2 დონის ცოდნა და ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე. ამ შემთხვევაში, აღნიშნული უცხოური ენის მიმართ ვრცელდება ამ დებულებით ინგლისურ ენასთან დაკავშირებით დადგენილი რეგულაცია. ტესტის ნიმუში
- მაგისტრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი; იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი არ არის გაცემული საქართველოში, უცხოეთში მიღებული განათლება აღიარებული უნდა იქნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სამართალმცოდნეობის დოქტორანტურის პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;
- კვლევის კონცეფცია; (კონცეფციის შეფასების კრიტერიუმები: https://ug.edu.ge/ge/sauniversiteto-debuleba-new-full/33)
- შესაბამის სფეროში არსებული წინარე ნაშრომი(იგულისხმება სამაგისტრო ნაშრომი)/პუბლიკაცია ან/და სამეცნიეროკვლევით პროქტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნული უნდა იძლეოდეს კანდიდატის კვლევითი უნარების შეფასების შესაძლებლობას.
- შესაბამისი სამეცნიერო დარგის პროფესორის/ასოცირებული პროფესორის/სამეცნიერო პერსონალის ან/და საქართველოს უნივერსიტეტის ემერიტუსის სარეკომენდაციო წერილი, შესაბამისი სკოლის საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში (დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე)
ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა
| თემის დასახელება |
თემის ხელმძღვანელი |
ადგილების რაოდენობა |
მიმართულება |
სწავლის წლიური საფასური |
| ფინანსური სექტორის განვითარებისა და დივერსიფიცირების შესაძლებლობები |
ნინო დავითაია |
1 |
ბიზნესის ადმინისტრირება |
3 000 |
| ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება გადაწყვეტილების მიღების სისტემებში რისკების მართვისა და მომხმარებელთან ურთიერთობის მართვისთვის სხვადასხვა ინდუსტრიაში: ეფექტურობისა და სიზუსტის გაზრდა |
ნინო ჯღამაძე |
1 |
ბიზნესის ადმინისტრირება |
3 000 |
| კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, მომხმარებელთა ქცევა და ბრენდინგი (2025-2029) |
იზა გიგაური |
1 |
ბიზნესის ადმინისტრირება |
3 000 |
| საგადასახადო სტიმულების გავლენა ინოვაციებსა და სტარტაპებზე საქართველოს მაგალითზე |
იზა ბუკია |
1 |
ბიზნესის ადმინისტრირება |
3 000 |
| საგადასახადო პოლიტიკის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე საქართველოს მაგალითზე |
იზა ბუკია |
1 |
ბიზნესის ადმინისტრირება |
3 000 |
| საერთაშორისო საგადასახადო შეთანხმებების გავლენა საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის ფორმირებაზე |
იზა ბუკია |
1 |
ბიზნესის ადმინისტრირება |
3 000 |
| ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული გაყიდვების სტრატეგიები: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს ბაზრის ტრანსფორმაციული შესაძლებლობები |
ქეთი ცხადაძე |
1 |
ბიზნესის ადმინისტრირება |
3 000 |
| ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია უმაღლეს განათლებაში როგორც ღირებულების შექმნის ინსტრუმენტი: სტუდენტების აღქმები, სწავლების ეფექტიანობა და მდგრადობა. |
ქეთი ცხადაძე |
1 |
ბიზნესის ადმინისტრირება |
3 000 |
განათლების მეცნიერებების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამა
| თემის დასახელება |
თემის ხელმძღვანელი |
ადგილების რაოდენობა |
მიმართულება |
სწავლის წლიური საფასური |
| Curriculum Making in the Era of Populism. |
Dominik Dvorak |
1 |
განათლების მეცნიერებები (ENG) |
8 000 |
| Education in Rural and Peripheral Schools and Communities. |
Dominik Dvorak |
1 |
განათლების მეცნიერებები (ENG) |
8 000 |
| Knowledge Visibility in Small Research Systems: Scholarly Communication, Platform Governance, and the Transformation of Educational Research in Georgia |
Dominik Dvorak |
1 |
განათლების მეცნიერებები (ENG) |
8 000 |
| Policy Borrowing and Translation in Educational Reform: The Recontextualization of Global and European Policy Agendas in National Contexts |
Revaz Tabatadze |
1 |
განათლების მეცნიერებები (ENG) |
8 000 |
| Student Participation in Quality Assurance in Higher Education: From Formal Representation to Meaningful Influence on Institutional Decision-Making |
Revaz Tabatadze |
1 |
განათლების მეცნიერებები (ENG) |
8 000 |
| სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სოციალური დინამიკისა და ლიდერობის პრაქტიკების კვლევა საქართველოში |
ირმა მესირიძე |
1 |
განათლების მეცნიერებები |
5 000 |
| პედაგოგიური პრაქტიკის ტრანსფორმაცია მასწავლებლის მომზადების პროგრამებში: სტუდენტთა მიერ ინიცირებული პრაქტიკული კვლევის ინტეგრირების გავლენა მათ პროფესიულ განვითარებასა და რეფლექსიის უნარებზე. |
შალვა დუნდუა / ირმა მესირიძე |
1 |
განათლების მეცნიერებები |
5 000 |
| ინსტიტუციური და ფსიქოსოციალური ბარიერები მშობელთა და მასწავლებელთა პარტნიორობაში: ინტერვენციის სტრატეგიების შემუშავება და შეფასება |
შალვა დუნდუა / ნანა ბურდული |
1 |
განათლების მეცნიერებები |
5 000 |
| შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ჩართულობაზე მოქმედი ინსტიტუციური, პროფესიული და პედაგოგიური ფაქტორები საქართველოს ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში |
ჰისკლიფ შემბრი |
1 |
განათლების მეცნიერებები |
5 000 |
ისტორიის პროგრამა
| თემის დასახელება |
თემის ხელმძღვანელი |
ადგილების რაოდენობა |
მიმართულება |
სწავლის წლიური საფასური |
| საქართველოს ისტორია XI-XV საუკუნეები |
ანდრო გოგოლაძე / ტრისტან მაჭარაშვილი |
1 |
ისტორია |
3 000 |
| აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათალიკოსო XVI-XVIII სს-ში |
თამარ ქორიძე |
1 |
ისტორია |
3 000 |
| ქართული კედლის მხატვრობა, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო |
ნინო ჩიხლაძე |
1 |
ისტორია |
3 000 |
| ქართველთა ცხოვრება, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო. |
მანანა სანაძე |
1 |
ისტორია |
3 000 |
| ქართული ისტორიული აზრის განვითარების ისტორია XIX-XX საუკუნეებში |
დოდო ჭუმბურიძე |
1 |
ისტორია |
3 000 |
| საბჭოთა საქართველოს ისტორია |
დოდო ჭუმბურიძე |
1 |
ისტორია |
3 000 |
| საქართველოს ონომასტიკა სტამბოლის საპრეზიდენტო საარქივო სამმართველოს ოსმალურ არქივში დაცული XVI-XVII საუკუნეების ოსმალური ფირმანების მიხედვით |
თეა მეშველიშვილი |
1 |
ისტორია |
3 000 |
კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამა
| თემის დასახელება |
თემის ხელმძღვანელი |
ადგილების რაოდენობა |
მიმართულება |
სწავლის წლიური საფასური |
|
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პროგრამული ტესტირებისთვის, შეცდომების ავტომატური აღმოჩენის და პროგნოზირების სისტემების მოდელირება
|
ნიკოლოზ კაციტაძე |
1 |
კომპიუტერული მეცნიერებები |
3 000 |
|
Model Context Protocol (MCP) სერვერებისთვის უსაფრთხოების ინტეგრირებული ჩარჩოს შემუშავება დიდი ენობრივი მოდელების (LLM) ეკოსისტემაში
|
ნიკოლოზ კაციტაძე |
1 |
კომპიუტერული მეცნიერებები |
3 000 |
|
ციფრული უსაფრთხოების არქიტექტურა ტრანსსასაზღვრო გადაადგილებისას -
კიბერსაფრთხეების იდენტიფიცირება და პრევენციული სტრატეგიები
|
დავით ბიტმალკიშევი / ჯასტინ ნოვაკი |
1 |
კომპიუტერული მეცნიერებები |
3 000 |
|
სამოქალაქო ავიაციაში საჰაერო ხომალდის დომენებსა და სახმელეთო
ინფრასტრუქტურაზე მოქმედი კიბერუსაფრთხოების საფრთხეები და მათგან
თავდაცვის მეთოდები
|
დავით ბიტმალკიშევი / ჯასტინ ნოვაკი |
1 |
კომპიუტერული მეცნიერებები |
3 000 |
მათემატიკის პროგრამა
| თემის დასახელება |
თემის ხელმძღვანელი |
ადგილების რაოდენობა |
მიმართულება |
სწავლის წლიური საფასური |
| ჰომოლოგოიური ალგებრა და მისი გამოყენებები |
თეიმურაზ ფირაშვილი |
1 |
მათემატიკა |
3 000 |
ფიზიკის პროგრამა
| თემის დასახელება |
თემის ხელმძღვანელი |
ადგილების რაოდენობა |
მიმართულება |
სწავლის წლიური საფასური |
| ნეირონულ კვანტურ ბირთვებში ფუნდამენტური შეზღუდვების კვლევა |
ირაკლი ნოსელიძე |
1 |
ფიზიკა |
3 000 |
| მულტი საანტენო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მრავალნაკადიანი სისტემების კვლევა |
ირაკლი ნოსელიძე |
1 |
ფიზიკა |
3 000 |
პოლიტიკის მეცნიერებების პროგრამა
| თემის დასახელება |
თემის ხელმძღვანელი |
ადგილების რაოდენობა |
მიმართულება |
სწავლის წლიური საფასური |
|
ევროპეიზაციის დილემა: ევროკავშირის რეგიონული აღქმა,
ინსტიტუციური ჩიხები და სოციალური ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში
|
ნინო გოზალიშვილი |
3 |
პოლიტიკის მეცნიერებები |
3 000 |
ფილოლოგიის პროგრამა
| თემის დასახელება |
თემის ხელმძღვანელი |
ადგილების რაოდენობა |
მიმართულება |
სწავლის წლიური საფასური |
|
ანთიმოს ნიკომიდიელის წამების ტექსტობრივი ტრადიცია – ბერძნული და
ქართული პრემეტაფრასული და მეტაფრასული რედაქციების
შედარებით-ტექსტოლოგიური კვლევა
|
ნანა მრევლიშვილი |
1 |
ფილოლოგია |
3 000 |
|
კონცეპტების „სახლი”, „უცხოობა” და „მიკუთვნებულობა” ანალიზი
მხატვრულ ტექსტში (ქართული, ინგლისური და იტალიური მხატვრული
ლიტერატურის მაგალითზე)
|
მაია ჩხეიძე / თამარ მდივანი |
1 |
ფილოლოგია |
3 000 |
|
ქართულ ენაში ლექსიკურ-სემანტიკური და სინტაქსური ველების
კონსტრუქციების თავისებურებები (არამშობლიურ ენაზე მოლაპარაკეთა
მეტყველების მაგალითზე)
|
ნანა შავთვალაძე |
1 |
ფილოლოგია |
3 000 |
|
რწმენა-წარმოდგენები და მათი ფუნქცია ქართულ ლიტერატურაში
|
ნანა ფრუიძე |
1 |
ფილოლოგია |
3 000 |
|
ენობრივი კოდების გადართვისას წარმოქმნილი სირთულეების გამოვლენა,
ახსნა და მეთოდურ სტრატეგიათა შემუშავება ქართულ და აზერბაიჯანულ
ენობრივ სისტემათა თავისებურებების შეპირისპირების კვალობაზე
|
ნანა შავთვალაძე / ჰიმეთ სარითაში |
1 |
ფილოლოგია |
3 000 |
სამართალმცოდნეობის პროგრამა
| თემის დასახელება |
თემის ხელმძღვანელი |
ადგილების რაოდენობა |
მიმართულება |
სწავლის წლიური საფასური |
|
კლიმატისა და ენერგეტიკის სამართალი საქართველოში:
ევროპის კავშირის სამართალთან დაახლოების სამართლებრივი მოდელი
|
ირაკლი სამხარაძე |
1 |
სამართალმცოდნეობა |
7 000 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა
| თემის დასახელება |
თემის ხელმძღვანელი |
ადგილების რაოდენობა |
მიმართულება |
სწავლის წლიური საფასური |
| საქართველოს პოპულაციის გეროდონტოლოგიური კვლევა - პირის ღრუს სტატუსი 55+ ზევით ჯანმრთელ და ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში. |
ანა მარგველაშვილი |
1 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
6 600 |
| საქართველოში ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამის შეფასება KAP (Knowledge–Attitudes–Practices) მეთოდოლოგიის გამოყენებით |
თეონა ძაგნიძე |
1 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
6 600 |
| ვოკალური ბიომარკერების მნიშვნელობა გულის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში |
თეონა ძაგნიძე |
1 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
6 600 |
| სამედიცინო მომსახურების ინფორმაციული უწყვეტობის უზრუნველყოფა საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში: შეფასება, განმსაზღვრელი ფაქტორები და გაუმჯობესების შესაძლებლობები |
თინა ბერუჩაშვილი |
1 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
6 600 |
| ონკოლოგიური პაციენტების ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასება და მისი გავლენა ცხოვრების ხარისხზე, გამოწვევები და შესაძლებლობები |
თინა ბერუჩაშვილი |
1 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
6 600 |
| ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში ციფრული ჯანდაცვის ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების შეფასება მაღალი ტვირთის მქონე არაგადამდები დაავადებების მართვისა და ეკონომიკური ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის |
ლელა შენგელია |
1 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
6 600 |
| დაავადების საექთნო მართვის პროცესში AI მხარდაჭერილი საექთნო მოდელის პოტენციალი |
მაია გოგაშვილი |
1 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
6 600 |
| პირველადი ჯანდაცვისა და სტომატოლოგიური სერვისების კოლაბორაციული მოდელის შეფასება პირის ღრუს დაავადებების ადრეული გამოვლენისა და პრევენციისთვის |
მაკა საბაშვილი |
1 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
6 600 |
| ანტენატალური განათლება პირველად ჯანდაცვაში. გამოწვევები და შესაძლებლობები |
ნათია კვარაცხელია |
1 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
6 600 |
| დედის ანემიის კავშირი ახალშობილის დაბალ წონასთან საქართველოში: რეგისტრზე დაფუძნებული ეპიდემიოლოგიური კვლევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პერსპექტივაში |
ნათია სხვიტარიძე |
1 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
6 600 |
| საქართველოში კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით |
ნატო დურგლიშვილი |
1 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
6 600 |
| პრევენციული პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები: ოჯახის ექიმთა მიერ გულ-სისხლძარღვთა რისკების შეფასებისა და ცხოვრების წესის კონსულტირების პრაქტიკის კვლევა საქართველოში |
ნინო განუგრავა |
1 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
6 600 |
| საქართველოში სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტების ჯანმრთელობასთან ასოცირებული ცხოვრების ხარისხის, სოციალური ტვირთის და დაუკმაყოფილებელი საჭიროებების შეფასება |
ნინო განუგრავა |
1 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
6 600 |
| თბურ ტალღებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების შეფასება და ადრეული გაფრთხილების სისტემის განვითარებისთვის მისი გამოყენება |
რობიზონ წიკლაური |
1 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
6 600 |
| ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში მეტაბოლური რისკ-ფაქტორების გამოვლენა და მართვა პირველადი ჯანდაცვის დონეზე* |
რუსუდან კვანჭახაძე |
1 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
6 600 |
| ბარიატრიული ქირურგიის გრძელვადიანი შედეგების შეფასება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მონიტორინგისა და ჯანმრთელობის გამოსავლების კონტექსტში |
რუსუდან კვანჭახაძე |
1 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
6 600 |
დამატებითი შეკითხვებისთვის გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე : Nat.manjikashvili@ug.edu.ge
საკონტაქტო ინფორმაცია
სადოქტორო სწავლების მენეჯერი - ნათია მანჯიკაშვილი.
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას გამზ. 77, IV კორპუსი, ოთახი 511
www.ug.edu.ge (Online Chat)
ტელეფონი: 2 55 22 22
ელ-ფოსტა: nat.manjikashvili@ug.edu.ge