ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

მასტერკლასი კლასიკურ ცეკვაში - იატაკზე შესრულებული ეგზერსისი - მოცეკვავის ფიზიკური და ტექნიკური მომზადების მნიშვნელოვანი კომპონენტი

26 November 2026

 

საქართველოს უნივერსიტეტის, საბაკალავრო პროგრამის „ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი“ ფარგლებში, პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის,  27 ნოემბერს, გაიმართება მასტერკლასი კლასიკურ ცეკვაში "იატაკზე შესრულებული ეგზერსისი - მოცეკვავის ფიზიკური და ტექნიკური მომზადების მნიშვნელოვანი კომპონენტი“.

მასტერკლასის მიზანია სტუდენტთა პროფესიული და პრაქტიკული უნარების განვითარება კლასიკური ცეკვის მიმართულებით, სხეულის ფიზიკური მომზადების, მოძრაობის კოორდინაციის, მოქნილობისა და კუნთოვანი სისტემის სწორად გააქტიურების მეთოდების გაცნობა პარტერული მოსამზადებელი სავარჯიშოების საშუალებით.

საბაკალავრო პროგრამის „ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი“ პირველი და მეორე კურსის სტუდენტები, გააცნობიან მოცეკვავის სხეულის მომზადების უნივერსალურ მეთოდებს, რომლებსაც მოწვეული სპეციალისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ზაქარია (ზაზა) ამონაშვილი, საკუთარ პრაქტიკაში იყენებს. 

მასტერკლასის ფარგლებში, პირველი და მეორე კურსის სტუდენტებს გადაეცემათ მონაწილეობის სერტიფიკატები. 

დრო: 27 ნოემბერი, 16:00 საათი 

ადგილი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #150, ქორეოგრაფიული დარბაზი 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი