საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა გიწვევთ საჯარო ლექციაზე: ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირება და საქართველოს სასამართლო პრაქტიკა.
ლექციაზე განხილული იქნება ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ძირითადი ტენდენციები და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების სასამართლო პრაქტიკა საქართველოს სასამართლოში.
ლექციას გაუძღვება ლევან ნანობაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და იურიდიული კომპანია „ენ ბი ლიგალის“ დამფუძნებელი.
დრო: 26 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, მ. კოსტავას ქუჩა 77ა, N519 საკონფერენციო დარბაზი
დასწრება თავისუფალია