25 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში, კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურის ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართება.
ფორუმის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ დამსაქმებლებთან და წარუდგინონ საკუთარი თავი. თავის მხრივ კომპანიები: Six Values, როვი, შ.პ.ს. ვიჩარჯი, SOS ბავშთა სოფელი, დასაქმებს ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, CMC და სხვ. სტუდენტებს წარუდგენენ არსებულ ვაკანსიებს და სტაჟირების პროგრამებს. ფორუმის ფარგლებში, ჯამში თხუთმეტამდე დამსაქმებელი იქნება წარმოდგენილი, ინდივიდუალური შეთავაზებებით - სტუდენტებისთვის.
დრო: 25 ივნისი, 13:00 საათი
ადგილი: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსის ეზო
გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/oiZQhy3AFDUgRSFh9