საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, მიმინარე პროექტის Industry Talks ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს დარგის წამყვანი პროფესიონალების მხრიდან, ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტებისთვის საკუთარი გამოცდილებისა და სფეროში არსებული გამოწვევებისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, მორიგ შეხვედრას გიორგი აბულაძე გაუძღვება - სარეკლამო სააგენტო SUPERMARKET ქოფირაითერი, Cannes Lions Georgia 2026-ის Film კატეგორიის ოქროს მფლობელი, საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის კურსდამთავრებული.
შეხვედრის თემაა: "ეს როგორ მოიფიქრეს" რაც მოიაზრებს პროდუქტის კრეატიული იდეის დაბადებიდან - რეალურ განხორციელებამდე მისასვლელი ყველა ნაბიჯის დეტალურ გაცნობა, გაანალიზებას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მოწვეული სპიკერისგან, პირადად მიიღონ პროფესიული რჩევები და ინფორმაცია დარგში არსებული გამოწვევების შესახებ.
დრო: 12 მაისი, 10:00 საათი
ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 314 აუდიტორია