საქართველოს უნივერსიტეტის კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, Home • სახლი, HRPA • Georgia - HR პროფესიონალთა ასოციაციასთან ერთად, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს გიწვევთ ინტერაქციულ ვორქშოფზე: „გახდი მომავლის HR ლიდერი“ რომელშიც განხილული იქნება:
● HR-ის თანამედროვე როლი: როგორ იცვლება სფერო და რა შესაძლებლობები იქმნება დღეს;
● საერთაშორისო სტანდარტები: SHRM, CIPD და HRCI კომპეტენციების ჩარჩო;
● ახალი შესაძლებლობები: 8-კვირიანი პრაქტიკული პროგრამის წარდგენა და ექსკლუზიური შეთავაზებები მონაწილეთათვის.
თუ გაინტერესებთ კარიერული გზა HR სფეროში ან გსურთ გაიგოთ, თუ როგორ გამოიყენოთ თქვენი პოტენციალი, ეს შეხვედრა სწორედ ამაში დაგეხმარებათ.
დრო: 27 ნოემბერი, 11:00 საათი
ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, #710 აუდიტორია
დასწრება თავისუფალია!
გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: ვორქშოფზე სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/JsekFZ4Tnf4rxq256