დღეს, საქართველოს უნივერსიტეტში ლექციას წაიკითხავს მაიკლ ევერსონი, რომლის სახელს უკავშირდება ყველა ქართული დამწერლობის და სხვადასხვა ნიშნის საერთაშორისო სტანდარტში ჩასმა. მისი დამსახურებით, ჩვენ შეგვიძლია ქართული ასოებით ინტერნეტ სივრცეში წერა.
ლექციის თემაა - ზოგადად ფონტების ინჟინერია და მთავრული ასოების უნივერსალურ კოდთა სისტემა (უნიკოდში).
პ.ს ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
თარიღი: 28.11.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 19:00 სთ