საქართველოს უნივერსიტეტი, ტრადიციულად, უკვე მესამედ, ატარებს ოლიმპიადას მათემატიკაში V-XII კლასის მოსწავლეებისათვის. თუ გსურთ, რომ გამოსცადოთ თქვენი თავი, შესაძლებლობა გაქვთ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღოთ, სრულიად უფასოდ.
მაღალქულიანი მოსწავლეები, საქართველოს უნივერსიტეტისგან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით და სამახსოვრო საჩუქრებით.
დაინტერესებულმა მოსწავლეებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ, მითითებულ ბმულზე, 31 მარტამდე:
https://ug.edu.ge/ge/matematikis-olimpiada
ოლიმპიადაზე რესგისტრირებულ მოსწავლეებს, საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობა წინასწარ აცნობებს, ღონისძიების ჩატარების ზუსტ თარიღს.
მათემატიკის ოლიმპიადა ჩატარდება, საქართველოს უნივერსიტეტში, ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი.