ძვირფასო აბიტურიენტებო, იმიტირებული გამოცდები 2026 იწყება, საქართველოს უნივერსიტეტი, როგორც ყოველ წელს, წელსაც გაძლევთ შესაძლებლობას ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე წინასწარ გამოსცადოთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მიიღოთ რეალური საგამოცდო გარემოს მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში.
ეს არ არის უბრალოდ ტესტი - ეს არის საკუთარი თავის გამოცდა, შესაძლებლობა, დაინახოთ რამდენად მზად ხართ და რა მიმართულებით გჭირდებათ კიდევ მუშაობა, რათა დარჩენილი დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ.
იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობა გაძლევთ უნიკალურ შანსს:
ეს პროცესი გაძლევთ საშუალებას არა მხოლოდ ცოდნის შემოწმებისთვის, არამედ საკუთარი სტრატეგიის შესაქმნელად - როგორ უნდა მოემზადოთ ყველაზე ეფექტურად ბოლო ეტაპზე.
საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „იმიტირებული გამოცდები 2026“ ჩატარდება სამ ძირითად საგანში:
ტესტები შედგენილია საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ, რომლებიც ჩართულნი არიან ეროვნული ტესტების შედგენის პროცესშიც და სრულად შეესაბამება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატს - სტრუქტურით, სირთულითა და შეფასების პრინციპებით.
გამოცდების გრაფიკი:
იმიტირებულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს, 25 მაისის ჩათვლით: რეგისტრაცია
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია.
დრო: 27, 28, 29 მაისი, 15:00 საათი
ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 407 საგამოცდო აუდიტორია