საქართველოს უნივერსიტეტის, საგამოძიებო მედია ლაბი (IML) სტუდენტებს, პრაქტიკოს ჟურნალისტებს და მკვლევრებს იწვევს ონლაინ ტრენინგზე „ფულის კვალდაკვალ: კრიპტოვალუტა საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის“.
ტრენინგს გაუძღვება ალექს სუდაძე, კრიპტოვალუტების სერტიფიცირებული ექსპერტი და საქართველოს უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის ლექტორი. იგი, ბლოკჩეინ-ინდუსტრიაში 2012 წლიდანაა ჩართული, მათ შორის მაინინგსა და Web 3.0-ში.
კურსის ფარგლებში შეისწავლით:
აღსანიშნავია, რომ აპლიკანტი არ საჭიროებს წინასწარ ცოდნას თემის ირგვლივ, რადგან ტრენინგი მოიცავს პირველივე საფეხურიდან ცოდნის გაზიარებას.
შეხვედრები ჩატარდება ონლაინ, 20 ნოემბრიდან, სამშაბათსა და პარასკევს, 12:00 საათზე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრენინგზე მონაწილეთა რიცხვი შეზღუდულია და შეირჩევა, მხოლოდ ათი აპლიკანტი, პირადი გასაუბრების საფუძველზე. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე, 19 ნოემბრამდე: https://form.jotform.com/263064760989067