30 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის პროფესორის, კახაბერ ჯაყელის, ხუთი სამეცნიერო წიგნის პრეზენტაცია.
დაესწრებიან საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, DAAD (German Academic Exchange Service)-ის ოფისის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და სფეროთი დაინტერესებული სხვა პირები.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოება გაეცნობა პროფესორ კახაბერ ჯაყელის მიერ 2023–2026 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობის IGI Global მიერ გამოცემულ ხუთ ინგლისურენოვან სამეცნიერო ნაშრომს, რომლებიც ჯანდაცვის, მარკეტინგის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებებს აერთიანებს.
პროფესორ კახაბერ ჯაყელის გამოცემული წიგნებია:
კახაბერ ჯაყელი საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის პროფესორია, რომლის აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა ფოკუსირებულია ჯანდაცვის მენეჯმენტზე, მარკეტინგზე, ჯანდაცვის რეფორმასა და ციფრულ ინოვაციებზე. მისი კვლევები განსაკუთრებით გამოირჩევა ჯანდაცვის სისტემებში თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, ინტეგრაციის საკითხებით. საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მისი ნაშრომები აღიარებულია როგორც პრაქტიკულ კვლევაზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი რესურსი აკადემიური და პროფესიული საზოგადოებისთვის.
პროფესორ ჯაყელის საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემები არა მხოლოდ მის პირად აკადემიურ მიღწევას, არამედ საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ეკოსისტემის განვითარების, საერთაშორისო ინტეგრაციისა და ცოდნის გლობალურ დონეზე გაზიარების მნიშვნელოვან გამოხატულებას წარმოადგენს. წიგნების პრეზენტაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას აკადემიური საზოგადოებისთვის, გაეცნოს თანამედროვე კვლევებსა და იმ ხედვებს, რომლებიც ციფრულ ეპოქაში ჯანდაცვის სისტემების განვითარებას განსაზღვრავს.
დრო: 30 ივნისი, 16:00 საათი
ადგილი: თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი