საქართველოს უნივერსიტეტის, TOLES-ის სამართლებრივი ინგლისური ენის საერთაშორისო ავტორიზებული ცენტრი აცხადებს მიღებას სამართლებრივი ინგლისურის Foundation, Higher და Advance სასერტიფიკატო კურსებზე. TOLES-ის სერტიფიკატი, მსოფლიოში ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი ინგლისურის ენის ცოდნის დამადასტურებელი უვადო სერტიფიკატია. TOLES (Test of Legal English Skills) სასერტიფიკატო გამოცდა 2000 წელს შეიქმნა და ერთობლივად ეკუთვნის Cambridge Law Studio Limited-ს და Global Legal English Limited-ს.
TOLES-ის მოსამზადებელი კურსი ორიენტირებულია სამართლებრივი ინგლისურის პრაქტიკულ და პროფესიულ გამოყენებაზე. კურსის ფარგლებში მსმენელები ეცნობიან გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის სამართლებრივ სისტემებში დამკვიდრებულ ტერმინოლოგიასა და იურიდიული კომუნიკაციის თავისებურებებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იურიდიული დოკუმენტების წაკითხვისა და გააზრების, ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი ტექსტების შედგენის, სამართლებრივი კორესპონდენციის წარმოებისა და პროფესიულ კონტექსტში ზუსტი და გამართული კომუნიკაციის უნარების განვითარებას. კურსი ასევე მოიცავს რთული სამართლებრივი ლექსიკის, ლათინური ტერმინებისა და გამოთქმების, სამართლებრივ კონტექსტში გამოყენებული გრამატიკული კონსტრუქციებისა და ენობრივი ნიუანსების შესწავლას.
კურსდამთავრებული შეძლებს ეფექტურად აწარმოოს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ზეპირად, ისე წერილობით.
Foundation and Higher Level კურსის ხანგრძლივობაა: 10 კვირა (კვირაში 2-ჯერ, თითო შეხვედრა - 1.5 საათი).
Advance Level კურსის ხანგრძლივობაა: 10 კვირა (კვირაში ერთხელ, თითო შეხვედრა - 2.5 საათი).
დაწყების თარიღია: 7 დეკემბერი, 2026 წელი.
სწავლების ტიპი: ონლაინ
შეხვედრები და გამოცდა: სწავლება სრულად ონლაინ რეჟიმში წარიმართება. საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური კონსულტაციები, საორიენტაციო შეხვედრები ან შიდა შეფასებები შეიძლება გაიმართოს საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსში (მ. კოსტავას ქ. 77ა).
სასწავლო კურსს უხელმძღვანელებს საქართველის უნივერსიტეტის ლექტორი, TOLES-ის მიერ სერტიფიცირებული, საერთაშორისო ბიზნეს-სამართლის სპეციალისტი - ცირა ჩორგოლიანი, რომელსაც აქვს სამართლებრივი ინგლისურისა და აკადემიური წერა/კვლევის 5+ წლის სწავლების გამოცდილება, როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებთან, აგრეთვე, პრაქტიკოს იურისტებთან.
კურსის საერთო ღირებულებაა:
TOLES Foundation (A2/B1) – 550 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
TOLES Higher (B1/B2) - 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
TOLES Advance (B2/C1) - 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში
შესაძლებელია თანხის გადანაწილება რამდენიმე ნაწილად.
აღნიშნული საფასური სრულად ფარავს შემდეგს:
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: toles_info@ug.edu.ge
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ნოემბერი.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: toles_info@ug.edu.ge ან დაგვირეკეთ: +995 514 01 08 30