5-6 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „ერთი ჯანმრთელობა“ — საქართველო და ევროკავშირი, კონფერენციის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირში „ერთი ჯანმრთელობის“ (One Health) სფეროში არსებული საერთო გამოწვევების განხილვა და სამეცნიერო პარტნიორობისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება.
ღონისძიება ორ თემატურ სესიას მოიცავს. პირველი სესია დაეთმობა გლობალური და რეგიონული გამოწვევების იდენტიფიცირებას, მათ შორის გენომურ ზედამხედველობას, ადრეული გაფრთხილების სისტემებსა და სოფლის მეურნეობის კვლევებს. მეორე სესია ფოკუსირებული იქნება სამეცნიერო პარტნიორობისა და სექტორთაშორისი კოორდინაციის გაძლიერებაზე, მონაცემთა გაზიარებაზე, მოლეკულური დიაგნოსტიკის ჰარმონიზაციასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ევროკავშირის წამყვანი მკვლევრები და დარგის ექსპერტები, რომლებიც იმსჯელებენ „ერთი ჯანმრთელობის“ მიდგომის განვითარების შესაძლებლობებსა და ერთობლივი სამეცნიერო ინიციატივების მნიშვნელობაზე.
გამომსვლელებს შორის იქნებიან:
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:კონფერენციის განრიგი
დრო: 5-6 ნოემბერი, 10:00 საათი
ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი