Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბების ორგანიზებითა და Google-ის მხარდაჭერით ტექნოპარკ თბილისში 16 და 17 დეკემბერს სტუდენტური ჰაკათონი გაიმართება!
ჰაკათონის განმავლობაში შემუშავებული პროექტები უნდა ეხებოდეს გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანს:
https://sdgs.un.org/goals
პროდუქტის შექმნისას გამოყენებული უნდა იყოს Google-ის ერთი ან რამდენიმე ტექნოლოგია/პროდუქტი:
- Android
- Angular
- GCP
- Firebase
- Google Maps Platform
- Tensorflow
- Progressive Web Apps
- Flutter
- Assistant / Actions on Google
- Google-ის სხვა პროდუქტები ან პლატფორმები
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
- თუ ხარ სტუდენტი და GDSC კლუბის წევრი და გსურს მიიღო მონაწილეობა ჰაკათონში გუნდთან ერთად (2-4 წევრი), დარეგისტრირდი 14 დეკემბრის ჩათვლით.
- პარტნიორი უნივერსიტეტები გამოავლენენ რჩეულებს და დააჯილდოვებენ საჩუქრებით.
- გაითვალისწინეთ, ჰაკათონი განკუთვნილია მხოლოდ სტუდენტებისთვის
დარეგისტრირდი: https://bit.ly/Solution-Hackathon