26 ივნისს, 11:00 საათზე, 519 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი, რომელსაც ჩაატარებს ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მამუკა კოტეტიშვილი.
სემინარის თემა: „ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ერთწლიანი აქტივობის მიმოხილვა: დასრულებული და მიმდინარე სამეცნიერო კვლევები და თანამშრომლობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე“
სემინარის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება:
- ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული დასრულებული და მიმდინარე სამეცნიერო პროექტების მიმოხილვა, მათ შორის მიკრობების გენომების და ანტიმიკრობული რეზისტენტობის მოლეკულურ-გენეტიკური მექანიზმების კვლევები;
- ინსტიტუტის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე;
- განხორციელებული თანამშრომლობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე;
- სამომავლო სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სხვა გეგმები.
დასწრება თავისუფალია.