ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

Technovation Girls 2027 - მონაწილეთა რეგისტრაცია

19 November 2026

 

Technovation Girls Sakartvelo - 2027 წლის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო, პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 13-დან 18 წლამდე გოგოებსა და მოხალისე მენტორებს, საქართველოს რეგიონებიდან. Technovation Girls ყოველწლიური საერთაშორისო პროექტია. ის ხელს უწყობს გოგოების დაინტერესებას პროგრამირებითა და მეწარმეობით, საკუთარ თემში არსებული პრობლემის მოძიებითა და მისი ტექნოლოგიური გადაჭრის გზის შემუშავებით.

პროექტის ფარგლებში, საბოლოო ნამუშევრის სახით, გუნდები შექმნიან მობილურ აპლიკაციას და/ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპს, დაწერენ ბიზნეს გეგმას და წარადგენენ მას რეგიონალური ჟიურის წინაზე. თითოეული გუნდი შეიძლება შედგებოდეს მაქსიმუმ 5 გოგოსგან. გუნდები ნაწილდებიან ორ დივიზიაში (გუნდის დივიზია განისაზღვრება მასში შემავალი გოგოებიდან ყველაზე უფროსის ასაკის შესაბამისად):

  • Junior (უმცროსთა) დივიზია - 2027 წლის 1 აგვისტოსთვის მოსწავლე უნდა იყოს 13-დან 15 წლამდე;
  •  
  • Senior (უფროსთა) დივიზია -  2027 წლის 1 აგვისტოსთვის მოსწავლე უნდა იყოს 15-დან 18 წლამდე. 

 გოგოებს შეუძლიათ დარეგისტრირება გუნდურად ან ინდივიდუალურად. ინდივიდუალურ მონაწილეები შემდეგ გაერთიანდებიან გუნდში.

 Technovation Girls - საქართველოს 2026 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. რეგიონალური გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ გლობალურ შეჯიბრში.

საქართველოს უნივერსიტეტი Technovation Girls 2026-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან ინოვაციების ცენტრი ReThink, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ასოციაცია,  კვანტური ტექნოლოგიების ასოციაცია, Idea Design Group და HT Solutions.  

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ პირადი მეილით, არ გამოიყენოთ სკოლის მეილი, თორემ შეიძლება პასუხი არ დაგიბრუნდეთ. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება გუნდის სხვა წევრების მეილებზეც.

რეგისტრაცია შესაძლებელია 1 დეკემბრის ჩათვლით მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/pK19aLJG26s1hFP66

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშრდით მეილზე: technovation@ug.edu.ge

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი