ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

საქართველოს უნივერსიტეტის ტოლერანტობის კვირეული

17 November 2026

 

ტოლერანტობის კვირეული საქართველოს უნივერსიტეტის ყოველწლიური ტრადიციაა, რომელიც ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება და ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

კვირეულის მთავარი გზავნილია “Tolerance is Freedom”. მისი საფუძველია საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება - ჰუმანურობა/HUMANITAS, რომელიც ადამიანის ღირსებას, ჰუმანურობას, განსხვავებულობის პატივისცემასა და ადამიანებს შორის კავშირს გულისხმობს.

გვჯერა, რომ განსხვავებული კულტურა, გამოცდილება, შეხედულება და ტრადიცია ადამიანებს ერთმანეთისგან არ უნდა აშორებდეს. პირიქით, განსხვავებულობის გაცნობა გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ სამყარო სხვა პერსპექტივიდან, დავძლიოთ სტერეოტიპები და შევქმნათ გარემო, სადაც ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვისა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნების შესაძლებლობა. წლევანდელი ტოლერანტობის კვირეული რამდენიმე განსხვავებულ აქტივობას აერთიანებს. თითოეული მათგანი მონაწილეებს განსხვავებულ ფორმატში სთავაზობს დაფიქრებას, საკუთარი პოზიციის გამოხატვასა და საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებას.

  • დებატების ჩემპიონატი - ტოლერანტობა განსხვავებული აზრის მოსმენით იწყება

24 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო დებატების კლუბი ტოლერანტობის თემაზე დებატების ჩემპიონატს გამართავს. მონაწილეები იმსჯელებენ აქტუალურ საკითხებზე, წარმოადგენენ განსხვავებულ არგუმენტებს და შეეცდებიან, საკუთარი პოზიცია დამაჯერებლად დაასაბუთონ.

დებატების მიზანია კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და განსხვავებული მოსაზრებების პატივისცემის კულტურის გაძლიერება. ტოლერანტობა მხოლოდ განსხვავებულობის მიღება არ არის - ის სხვისი აზრის მოსმენისა და მასთან კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობაცაა.

  • Reels Challenge - ერთი სტერეოტიპი, განსხვავებული პერსპექტივა

შეგვიძლია თუ არა, ერთი და იგივე ამბავი სრულიად განსხვავებულად დავინახოთ? Reels Challenge-ის მონაწილეებს ვთავაზობთ, მოკლე ვიდეორგოლით გააზიარონ ერთი სტერეოტიპი, რომელიც მათ საკუთარ კულტურაზე სმენიათ, და გვაჩვენონ, როგორ შეიძლება ამ საკითხის სხვა პერსპექტივიდან დანახვა.

კონკურსი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, შემოქმედებითად გამოხატონ საკუთარი სათქმელი, გააანალიზონ კულტურული სტერეოტიპები და აუდიტორიას დაფიქრებისკენ უბიძგონ. კონკურსის შედეგად ერთი გამარჯვებული შეირჩევა, მისი ვიდეო საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდება, ავტორი კი სპეციალურ საჩუქარს მიიღებს.

  • ხუთი წიგნი ტოლერანტობაზე - ლევან ბერძენიშვილის საჯარო განხილვა

ლიტერატურა გვაძლევს შესაძლებლობას, გავიცნოთ ადამიანები, რომელთა გამოცდილება და შეხედულებები შესაძლოა ჩვენგან სრულიად განსხვავდებოდეს. 27 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტი, წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსთან“ პარტნიორობით, ლევან ბერძენიშვილის საჯარო შეხვედრას გამართავს, რომელიც ტოლერანტობის თემაზე შერჩეულ ხუთ წიგნს დაეთმობა.

შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ლიტერატურაში ასახულ ადამიანურ გამოცდილებებზე, განსხვავებულობის მიღებაზე, თანაგრძნობასა და იმ ღირებულებებზე, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს. შეხვედრაზე მოსულ სტუდენტებს სპეციალური საჩუქარი ელით. დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScmvLhAs8xzZk_EwJjQ1AwT6BFb3tKMqkPXpoho5oO1ndezpw/viewform

  • “Tolerance is Freedom” - საერთო გზავნილი, რომელიც გვაერთიანებს

27 ნოემბერს, 18:00 საათზე, ტოლერანტობის კვირეული შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება. უნივერსიტეტის ეზოში მოეწყობა ერთობლივი შემოქმედებითი აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები წინასწარ მომზადებულ ბრენდირებულ ტილოზე - სლოგანით - “Tolerance is Freedom” - საკუთარი გზავნილების დატანას შეძლებენ - დაწერენ სურვილებს, დახატავენ სიმბოლოებს და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას მშვიდობის, პატივისცემის, თანასწორობისა და თანაცხოვრების მიმართ. დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSclQeqtgR3dUHn1-bwrtiDkYPl68oIMl7bMegP02eo21IA0cQ/viewform

შექმნილი ტილო უნივერსიტეტის ცენტრალური ფასადის ფანჯრებიდან გამოიფინება და მონაწილეთა ერთობლივ გზავნილად იქცევა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში თითოეული მონაწილე მანათობელზე დაწერს საკუთარ ტოლერანტობის გზავნილს სამყაროსთვის, სადაც ადამიანები განსხვავებულობის მიუხედავად მშვიდობიანად და პატივისცემით თანაცხოვრობენ. შემდეგ ყველა მანათობელი ერთდროულად განათდება და ცაში აიჭრება, როგორც საერთო იმედისა და ერთიანობის სიმბოლო.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი