7 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა უმასპინძლებს ტრადიციულ კონფერენციას:"ქართულ-გერმანული სამართლის დიალოგი - სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები."
კონფერენცია ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ქართული, გერმანული, საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. მონაწილეებს შორის არიან ექსპერტები საქართველოდან და გერმანიიდან. წლევანდელი კონფერენცის თემაა ხელოვნური ინტელექტისა და სისხლის სამართლის ურთიერთმიმართების საკითხები, მატერიალურ თუ პროცესუალურ-სამართლებრივ ჭრილში.
დასწრება თავისუფალია, უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი.
ადგილი: თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი,IVკორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი
დრო: 7 ნოემბერი