ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

ვორქშოფი - ხელოვნური ინტელექტი შრომით ურთიერთობებში: სამართლებრივი გამოწვევები და HR პრაქტიკა
18 September 2025

 

საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ ორდღიან ინტენსიურ ვორქშოფს „ხელოვნური ინტელექტი შრომით ურთიერთობებში: სამართლებრივი გამოწვევები და HR პრაქტიკა“

ვორქშოფის თემები:

 

I. დასაქმების წინაპირობები და გასაუბრებები

  • რა არის ხელოვნური ინტელექტი, როგორ მუშაობს და რა გავლენას ახდენს შრომით ურთიერთობებზე
  • როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი კანდიდატების მოძიებისა და შერჩევის პროცესს, მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები
  • პრაქტიკული გამოწვევები
  • AI-ის ეთიკური გამოყენება HR-ში (ალგორითმების გამჭვირვალობა, მონაცემთა დაცვა და „bias“-ის შემცირება).
  • ტალანტების მართვა (როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი მემკვიდრეობის დაგეგმვასა და ლიდერების განვითარებას).
  • AI-ს გამოყენება HR ანალიტიკაში (მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, ქცევითი ანალიტიკა, შრომითი რისკების წინასწარი იდენტიფიკაცია)
  • რას უნდა იცნობდეს HR მენეჯერი და შრომის სამართლის იურისტი დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად

II. შრომითი ურთიერთობებზე ტექნოლოგიის გავლენა

  • სამუშაო დრო: მოქნილი გრაფიკი, მუდმივი ხელმისაწვდომობის მოლოდინი, რეალური სამუშაო დროის განსაზღვრა „on-call“ რეჟიმი
  • ანაზღაურება: დროის ნაცვლად შედეგებზე დაფუძნებული ანაზღაურება
  • კონფიდენციალურობა: მონიტორინგი, პერსონალური მონაცემების დაცვა
  • ტრენინგისა და განვითარების პროგრამები ( AI-ზე დაფუძნებული პერსონალიზებული სწავლის პლატფორმები და სამართლებრივი გამოწვევები )
  • ხელშეკრულების მოშლა: ტექნოლოგიური ცვლილებების გამო თანამდებობების გაუქმება, გადამზადება და დაცვის მექანიზმები

III. შრომითი დავები და AI-ის როლი

  • ხელოვნური ინტელექტის როლი და გამოყენების შესაძლებლობები შრომითი დავების გადაწყვეტის პროცესში

 

ვორქშოფი განკუთვნილია 

  • შრომის სამართლის იურისტები
  • HR სპეციალისტები და მენეჯერები
  • კორპორაციული იურისტები და შრომითი დავების პრაქტიკოსები

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 11- 12 ოქტომბერი, 12:00 დან - 17:00 საათამდე 

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, კოსტავას 77ა

ვორქშოფს გაუძღვებიან

  • ნატა სტურუა, სამართლის დოქტორი შრომის სამართლის მიმართულებით, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი, მკვლევარი, სამართლის და დავების გადაჭრის ექსპერტი ავსტრიის IT:U – ინტერდისციპლინარული ტრანსფორმაციის უნივერსიტეტში, რომელიც ევროპის ერთ-ერთი პირველი სრულად დიჯიტალიზაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული საჯარო უნივერსიტეტია.
  • მარიამ ჯანჯარია, PHRi, საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის სამსახურის უფროსი. ადამიანური კაპიტალის მართვის და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი.

 

კურსის ღირებულება - 600 ლარი, საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის იმოქმედებს 50% ფასდაკლება.

ანგარიშსწორების დეტალები: სს "ბაზისბანკი", ბანკის კოდი CBASGE22, მიმღების დასახელება შპს "საქართველოს უნივერსიტეტი"(მოკლევადიანი სასერთიფიკატო კურსები") IBAN GE80BS000000000873609

რეგისტრაცია: ბოლო ვადა 2025 წლის 6 ოქტომბერი, ბმული: https://forms.gle/j6YqMWX4BY7sLbfH9

დეტალებისთვის მოგვწერეთ: m.janjaria@ug.edu.ge

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი