პროგრამის მიზანია მოამზადოს ფართო პროფილის ფსიქოლოგები, რომლებსაც ექნებათ ცოდნა მეცნიერული ფსიქოლოგიის ძირითად სფეროების; ძირითად ფსიქიკურ პროცესების და მათთვის დამახასიათებელი კანონზომიერებების; ადამიანის ფსიქიკური განვითარების ეტაპების და მათი თავისებურებების, სოციალურ სინამდვილეში არსებული პიროვნებათშორისი და ჯგუფთაშორის ურთიერთობების კანონზომიერებების; პიროვნების არსის და მისი შემსწავლელი თეორიების, განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით ადამიანის ქცევის მიზენშეწონილობის შესახებ;
სტუდენტებს შეეძლებათ პროფესიული ეთიკის ფარგლებში კვლევის წარმოების ზოგადი პრინციპების გამოყენების, კვლევის თავისებურებებისა და კონკრეტული მეთოდების შერჩევის, რეალური ემპირიული კვლევის დაგეგმვის, ჩატარებისა და მიღებული მონაცემების დამუშავებისა და გააანალიზების უნარი.
პროგრამის კონცენტრაციები:
კლინიკური ფსიქოლოგია
ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები
ნეიროფსიქოლოგია
ქცევის დარღვევები
შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია
გავლენის ფსიქოლოგია
რეკლამის ფსიქოლოგია
ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები
განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგია
ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები
სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები
ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები
პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდეს:
ფსიქოლოგ-ასისტენტისა და დამხმარე ფსიქოლოგის პოზიციაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნებისმიერი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის (ბანკები, კორპორაციები, სამინისტროები, სააფთიაქო ქსელები, მაღაზიათა ქსელები);
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურები, საბავშვო ბაღები და სკოლები, ტრენინგ-ცენტრები, კვლევითი ორგანიზაციები;
სასწავლო დაწესებულებების ფსიქოლოგ-კონსულტანტთა სამსახურები, ბავშვთა და მოზრდილთა საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო ცენტრები და კლინიკები.