EXCELLENTIA

სრულყოფილება

  • სრული დაფინანსება
  • დამატებითი ჯილდო TECH მიმართულებაზე
  • UG UNIVERSE - ექსკლუზიური შეთავაზება UG სკოლის მოსწავლეებისთვის

HUMANITAS

ჰუმანურობა

  • მომავლის მხარდაჭერის გრანტი
  • მიზნობრივი დაფინანსება ო/ტ-დან დევნილის სტატუსის მქონე პირებზე

LIBERTAS

თავისუფლება

  • პერფორმანს სტიპენდია (TOP 3%)
  • 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობა



აღმოაჩინე მეტი დაფინანსება და შესაძლებლობა საქართველოს უნივერსიტეტში

2026 წელს საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს მრავალფეროვან დაფინანსების და შესაძლებლობების პაკეტს, რომელიც ეფუძნება უნივერსიტეტის სამ ძირითად ღირებულებას - სრულყოფილებას, ჰუმანურობას და თავისუფლებას.

აღნიშნული შეთავაზება შექმნილია იმისთვის, რომ ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სწავლა დაიწყონ საუკეთესო პირობებში და საკუთარი მომავალი თავად განსაზღვრონ.

Excellentia – სრულყოფილება

Excellentia ნიშნავს მუდმივ სწრაფვას მაღალი აკადემიური მიღწევებისკენ.

სრული დაფინანსება

  • თუ თქვენი საკონკურსო ქულა იქნება 2050 ან მეტი, შეგიძლიათ მიიღოთ სრული დაფინანსება ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე
  • ეს პროგრამა შექმნილია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც დააკმაყოფილებენ მაღალ აკადემიურ სტანდარტს და მზად არიან მომავალშიც შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA).

დამატებითი შესაძლებლობა Tech მიმართულების პროგრამებზე

  • თუ აირჩევთ ტექნოლოგიურ პროგრამებს და თქვენი საკონკურსო ქულა იქნება 2100 ან მეტი, უნივერსიტეტი სრულ დაფინანსებასთან ერთად, წახალისების მიზნით გადმოგცემთ ლეპტოპს.

UG Universe – ექსკლუზიური შეთავაზება UG სკოლის მოსწავლეებს

  • UG სკოლა და საქართველოს უნივერსიტეტი ერთიანი საგანმანათლებლო ეკოსისტემის ნაწილია. სწორედ ამიტომ, UG სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტი სთავაზობს განსაკუთრებულ შესაძლებლობას: 50% თანადაფინანსებას ყველა საბაკალავრო პროგრამაზე.

 

Humanitas – განათლება პასუხისმგებლობით

Humanitas გამოხატავს უნივერსიტეტის სოციალურ პასუხისმგებლობას და რწმენას, რომ განათლება მხოლოდ პირადი წარმატების ინსტრუმენტი არ არის - ის არის გზა, რომლითაც ადამიანები ერთად ქმნიან წარმატებულ მომავალს.

მომავლის მხარდაჭერის გრანტი

  • თუ თქვენი საკონკურსო ქულა არის 2000–2049, შეგიძლიათ მიიღოთ სრული დაფინანსება მომავლის მხარდაჭერის გრანტის ფარგლებში.

მიღებული დფინანსების სანაცვლოდ, სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები საკუთარი შემოსავლის 25%-ით აფინანსებენ სხვა სტუდენტებს, რომლებიც მომავალში იგივე შესაძლებლობას მიიღებენ. ამგვარად, თითოეული სტუდენტი ხდება განათლების ეკოსისტემის ჯაჭვის ნაწილი.

ამ პროგრამის განსაკუთრებული იდეა არის სოლიდარობა და ცოდნის ესტაფეტა.

მიზნობრივი დაფინანსება

  • საქართველოს უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მხარდაჭერას სთავაზობს ახალგაზრდებს, რომლებიც არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილის სტატუსის მქონე პირები.

ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს 50%-იან სასწავლო შეღავათს.

შეთავაზების მიზანია განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და თანასწორი შესაძლებლობების შექმნა მათთვის, ვინც სწავლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

Libertas – თავისუფლება

Libertas ნიშნავს თავისუფლებას — აკადემიური გზის არჩევის, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის და საკუთარი წარმატების დაგეგმვის თავისუფლებას.

პერფორმანს სტიპენდია – TOP 3%

  • სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტის მასშტაბით მოხვდებიან TOP 3%-ში აკადემიური მოსწრებით, მიიღებენ სპეციალურ სტიპენდიას GPA-ს მიხედვით.

ეს ნიშნავს, რომ თითოეულ სტუდენტს შეუძლია საკუთარი შრომით და შედეგებით მოიპოვოს დამატებითი მხარდაჭერა.

სწავლის საფასურის მოქნილი გადახდა

  • საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სწავლის საფასურის გადახდას 10 ნაწილად, რაც ფინანსურ დაგეგმვას უფრო მოქნილს და ხელმისაწვდომს ხდის.

 







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი