ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სამაგისტრო პროგრამები

გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა

გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის ძირითადი მიზანი

ფსიქოლოგიის სამ ფუნდამენტურ მიმართულებაში (ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია, შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგია) მოამზადოს ღრმა ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით გამორჩეული პროფესიონლები, რომლებიც წარმატებით განავითარებენ საკუთარ კარიერას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებში.

განსხვავებული კურსები

  • ეთიკური მუშაობის პრინციპები ფსიქოლოგიაში
  • ბავშვთა ფსიქოთერაპიული მეთოდები
  • ფსიქოლოგიური ტრავმა ბავშვებსა და მოზარდებში - შეფასება და ინტერვენცია
  • სასამართლო ფსიქოლოგია ბავშვებთან და მოზარდებთან
  • ფსიქორეაბილიტაცია
  • კლინიკურ-ფსიქოლოგიური შეფასება და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები (DSM, ICD)
  • ჯგუფური ფსიქოკონსულტაცია
  • პოზიტიური ბიზნეს-ფსიქოლოგია
  • წარმატების მიღწევის ფსიქოლოგია
  • სტრატეგიული მართვის ფსიქოლოგია

პროფესიული უნარ-ჩვევები

  • კლინიკურ დიაგნოსტიკაში ბავშვთა ფსიქიკური ფუნქციების (მეხსიერება, აზროვნება, ყურადღება და სხვ.) და მისი განვითარების დარღვევების შეფასებისა და დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
  • ბავშვთა და მოზარდთა პრობლემური ქცევის აღრიცხვის, ასევე, ინტერვენციის დაგეგმვისა და განხორციელების უნარი;
  • დაავადებების ან დარღვევების ისტორიის ანალიზის უნარი,
  • საერთაშორისო საკლასიფიკაციო სისტემების (DSM და ICD) გამოყენებით, ფსიქიკური დარღვებებისა და ჯანმრთელობის სხვა თანმხლები მდგომარეობების (დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, ფობიები, შიზოფრენია) ფსიქიატრიული სიმპტომების და კლინიკური ნიშნების ამოცნობის, შეფასების, დიაგნოსტირებისა და ინტერვენციის (მათ შორის, კონსულტირების) უნარი;
  • ორგანიზაციული ცვლილებების საჭიროების დამოუკიდებლად განსაზღვრის, დაგეგმვისა და განხორციელების უნარი;
  • ორგანიზაციაში დასახული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, საკადრო პოლიტიკის განხორციელების, პერსონალის სამოტივაციო პროგრამების დამოუკიდებლად შემუშავებისა და განხორციელების უნარი.

გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს, მათ მიერ შერჩეული კონცენტრაციის შესაბამისად, ენიჭებათ შემდეგი კვალიფიკაცია: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მაგისტრი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრი და არიან მაღალი კომპეტენციის ფსიქოლოგები.

დამატებითი ინფორმაცია

საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია: 

  • ჩააბაროს ერთიანი ეროვნული სამაგისტო გამოცდები;
  • ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ინგლისურ ენაში; 
  • გასაუბრება სპეციალობის მიხედვით.

საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ენის გამოცდიდან თავისუფლდებიან თუ დახურული აქვთ B2 დონე ინგლისური.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენს 4000 ლარს.

კითხვები?

თუ გსურთ შეიტყოთ მეტი პროგრამის ან განაცხადის მიღების შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

  • საკონტაქტო დეტალები
  • ტელ: 2 55 22 22 (344)
  • მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
  • ელ-ფოსტა: ss@ug.edu.ge

დაგვიტოვეთ თქვენი დეტალები

გაგზავნა

ჩვენ თქვენს საკონტაქტო მონაცემებს გამოვიყენებთ, მხოლოდ ინფორმაციის გასაზიარებლად, რომელიც ეხება სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საქმიანობასა და მის აკადემიურ პროგრამებს. ელექტრონული ფოსტის მისამართები არ გაზიარდება მესამე პირებთან.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი