ფიზიკის ინსტიტუტი
ვლადიმერ სანაძის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი
რამაზ ქვათაძე ვლადიმერ სანაძის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1982 წელს მას მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1996 წელს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე მეცნიერ-თანამშრომლიდან დირექტორის მოადგილემდე სამეცნიერო დარგში. რ. ქვათაძე ახორციელებდა სამეცნიერო კვლევებს მსოფლიოს რამდენიმე წამყვან სამეცნიერო ცენტრში: ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში, დუბნა, რუსეთი; ნილს ბორის ინსტიტუტში, კოპენჰაგენი დანია; ევროპის ნაწილაკთა ფიზიკის ლაბორატორიაში, ჟენევა, შვეიცარია; ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში, ლიონი, საფრანგეთი და დაამყარა მჭიდრო კონტაქტები ევროპელ მეცნიერებთან. ის იყო NA44, DELPHI და CMS ექსპერიმენტების წევრი CERN-ში და როგორც CMS კოლობორაციის წევრი არის დიდ ადრონულ კოლაიდერზე ჰიგგს ბოზონის აღმოჩენის სტატიის თანაავტორი. 1999 წლიდან რ. ქვათაძე არის საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა-ს აღმასრულებელი დირექტორი. 2012 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. რ. ქვათაძე მონაწილეობდა შემდეგ პროექტებში: საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო - 6, ევროკომისიის ჩარჩო პროგრამა - 16, NATO-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის პროგრამა - 14, საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი-2 და სხვა. ის არის 115 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. |
საქართველოს უნივერსიტეტის ვლადიმერ სანაძის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მიზანია გააძლიეროს უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალი, ხელი შეუწყოს მეცნიერებაზე დაფუძნებული სწავლებას და თავისი საქმიანობით აამაღლოს უნივერსიტეტის ცნობადობა და მისი რეიტინგი საერთაშორისო სასწავლო-სამეცნიერო წრეებში. ხელი შეუწყოს სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო პროცესების ეფექტურად წარმართვას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სამეცნიერო კადრების მომზადებას ფიზიკაში. ინსტიტუტის დანიშნულებაა დასახელებული მიმართულებით ფუნდამენტური, გამოყენებითი, ტექნოლოგიური კვლევების, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
ფიზიკის ინსტიტუტი არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული და ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სასწავლო პროცესში.
ინსტიტუტის თანამშრომლები
ნუგზარ მოსულიშვილი ინჟინერი 1980 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, ბირთვული ფიზიკის სპეციალობით. 1980-2010 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე, 2010-2022 მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე, 1983-1990 პეტერბურგი, ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში ატომური დაჯახებების სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში. 2011-2012-იტალიის ბირთვული კვლევების ნაციონალური ინსტიტუტი, „INFN“ რომი, ექსპერიმენტი „კლოე-2“. 2006-დღემდე, „CERN“ შვეიცარია, ექსპერიმენტი ატლასი, კოლაბორაციის წევრი. 2011-დღემდე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის გამგე. გამოქვეყნებული აქვს უცხოეთის მაღალრეიტინგულ ჟურნალებში სამეცნიერო სტატიები, იგი არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. მინიჭებული აქვს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო: 2017 წლის საუკეთესო მეცნიერისა და სამეცნიერო ჯგუფისთვის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
|
თამაზ ხუნჯუა მეცნიერ-თანამშრომელი
|