ანონსები
16 დეკემბერს, გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტის მანანა სანაძის წიგნის „ბებოს ზღაპრების“ II-ის პრეზენტაცია.
წიგნი გამოიცემა სამ სერიად, საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ. თითო სერიაში შედის 5 ზღაპარი და განკუთვნილია 5-10 წლამდე ბავშვებისათვის. პატარა მკითხველი გაეცნობა საინტერესო ამბებს: სამართალმა პური ჭამა, მზესუმზირის ქურდები, დათვური სამსახური, შიშს დიდი თვალები აქვს, მძიმე ტვირთი, ქურდობა კიტროვანში.
მანანა სანაძე ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც უამრავი სამეცნიერო ნაშრომის, წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორი. ეს კი მისი დებიუტია საბავშვო ლიტერატურაში.
თარიღი: 16.12.2019
დრო: 19:00 სთ
ადგილი: ეროვნული ბიბლიოთეკა, გუდიაშვილის #7, საგამოფენო დარბაზი