ანონსები
განათლების მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფონდმა „ხვალინდელი წარმატებისთვის“ სტუდენტებისთვის ინოვაციური პროექტების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტექნოლოგიების განვითარებას.
თითოეულ სტუდენტს, ვისაც აქვს იდეა შექმნას ახალი ან გააუმჯობესოს ძველი, უკვე არსებული ტექნოლოგია, შეუძლია წარადგინოს პროექტი, მიიღოს მონაწილეობა კონკურსში და მოიპოვოს გრანტი.
დღეს, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დაესწროს პრეზენტაციას და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ.
თარიღი: 21.10.2015
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი # 519
დრო: 14:00 სთ.