ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის სამსახური გიწვევთ შეხვედრაზე პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლებთან „ახალგაზრდა ბანკირების“ პროგრამის განსახილველად.
აღნიშნული პროგრამა მოიცავს 6 თვიან სწავლებას ბულგარეთში. საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და მაგისტრანტებს ეძლევათ შესაძლებლობა ისწავლონ და გახდნენ პროკრედიტ ბანკის ახალგაზრდა ბანკირები. ბანკი უზრუნველყოფს საცხოვრებელს, ფრენის ხარჯებსა და ყოველთვიურ სტიპენდიას.
კრიტერიუმები:
• ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი
• ინგლისური ენის მაღალი დონე
• პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი
შეხვედრისთვის სასურველია, რომ თან იქონიოთ CV. გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში, ეფექტური CV-ის შესადგენად. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. მისამართი: IV კორპუსი, ოთახი N 113.
თარიღი: 26.04.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი #116
დრო: 17:00 სთ