სიახლეები
1 მაისიდან, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის საფუძველზე, საქართველოს უნივერსიტეტის მთელ ტერიტორიაზე იკრძალება თამბაქოს მოწევა.
შესაბამისად, უნივერსიტეტში დასაქმებული პერსონალი და სტუდენტები, ისევე როგორც უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი სხვა პირი, ვალდებულნი არიან დაემორჩილონ თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით დადგენილ წესს.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველოს უნივერსიტეტში თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით მოქმედი წესები.