ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


23 May 2019
2019 წლის 11-17 მარტს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ისეთ პრესტიჟულ შეჯიბრში, როგორიცაა John H. Jackson Moot Court Competition (ძველად ცნობილი, როგორც the ELSA Moot Court Competition)

რომელიც შეეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს და წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან იმიტირებულ სასამართლო კონკურსს. ჩვენმა გუნდმა შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო პრაღაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ გლობალური კონკურსის ფარგლებში ჯამში 6 რეგიონალური ტური იმართება: ამერიკული, ორი აზიური, ორი ევროპული და ასევე აფრიკული რაუნდი.
მარიამ სხულუხიამ, გვანცა აგლაძემ, ანი ტუჩაშვილმა და თინათინ თავხელიძემ პრაღაში წარმატებით წარადგინეს საქართველოს უნივერსიტეტი. ისინი წარსდგნენ ისეთი გამორჩეული მოსამართლეების წინაშე, როგორებიც არიან სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ჟენევისა და ბრიუსელის ტოპ-ფირმებში მოღვაწე ადვოკატები, ასევე იურისტები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დავის მოგვარების სისტემასთან მიმართებაში. მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ გუნდის წევრების მიერ გამოვლენილი გუნდური მუშაობის უნარით. გუნდის მწვრთნელი იყო სამართლის სკოლის პროფესორი, საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი - ტიმოთი ბარეტი. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი