16 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტსა და Accelera-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებისთვის გაიმართება ინოვაციური ვორკშოფები, Tech Talks, Tech Battles და სხვა აქტივობები, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.
Accelera IT სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, გადადგან პირველი ნაბიჯები პროფესიაში, მიიღონ IT განათლება და პრაქტიკული გამოცდილება.