სიახლეები
17 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის და „ახალი ეკონომიკური სკოლა- საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: “რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში.
ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოში აღიარებულმა პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებმა განიხილეს რუსეთის რევიზიონისტული სტრატეგია, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცეში საკუთარი გავლენის დაბრუნებაზეა ორიენტირებული.
„მე ვფიქრობ, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მოსახლეობა ხვდება, რომ არსებობს რუსული გავლენები, მაგრამ ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული ფაქტები და მიგნებები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხის გამოკვლევა, რათა მოსახლეობამ კონკრეტულად გაიგოს თუ რა ნაბიჯებით ცდილობს რუსეთი საკუთარი გავლენების გაძლიერებას“ მაიკლ კარპენტერი - ა.შ.შ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის- ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში.
კონფერენციაზე განხილული იყო ოთხი ძირითადი მიმართულება:
„ვინაიდან კრემლი აქტიურად ერევა სხვა ქვეყნის ღონისძიებებში, ჩვენ საპასუხოდ უნდა გვქონდეს ერთიანი მიდგომა: აუცილებელია სტრატეგიის შემუშავბა, კრიტიკული აზროვნების განვითარება და მედია განათლების მხარდაჭერა. ასევე, არსებობს სხვადასხვა საშუალებები რისი დახმარებითაც მთავრობას შეუძლია კომუნიკაციის დამყარება საზოგადოებასთან“ - ვერონიკა ვიჩოვა- Kremlin Watch Program-ის კორდინატორი და ანალიტიკოსი.
ასევე, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამეცნიერო კვლევის პირველი ფაზის პრეზენტაცია - „რუსული ეკონომიკის კვალდაკვალ საქართველოში და მისი გავლენები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში“. კვლევაში განხილული იყო: რუსეთის ეკონომიკური წილი საქართველოში, როგორ მოქმედებს რუსეთის ეკონომიკური ექსპანსია საქართველოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და რა ხერხს მიმართავს რუსეთი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.
ღონისძიებას გარდა ზემოთ აღნიშნული სპიკერებისა ესწრებოდნენ:
ჯეფრი მანკოფი- CSIS Russia and Eurasia პროგრამის ხელმძღვანელი,რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი , ექსპერტი უსაფრთხოების და რუსეთის საგარეო ურთიერთობების საკითხებში.
ბრაიან ვიტმორი- ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი და მთავარი მკვლევარი.
ლუკ კოფი- ჰერიტიჯ ფონდის, ალისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი. „ნატო-საქართველო: ა.შ.შ და ევროპული ინტერესი“ წიგნის ავტორი.
ანდრეას უმლანდი- გერმანელი პოლიტიკის მეცნიერი, რუსეთის და უკრაინის ისტორიის ექსპერტი.
კრასენ სტანჩევი- მაკროეკონომიკის ექსპერტი, სოფიას უნივერსიტეტის პროფესორი, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და USAID-ის პროგრამების ხელმძღვანელი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.
ზიგიმანტის პავილიონისი- ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ტრანსატლანტიკური და დემოკრატიული სუბკომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი.