სიახლეები
23 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტი ბაკალავრებისთვის დაპირებულზე ადრე, დისტანციურ სწავლებას იწყებს. უკლებლივ ყველა ბაკალავრიატის სტუდენტს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს მაღალი ხარისხის ონლაინ სწავლებით.
ინსტრუქციას დისტანციური სწავლების შესახებ ბაკალავრები სტუდენტის პირად გვერდზე მიიღებენ (my.ug.edu.ge)
საქართველოს უნივერსიტეტი დიდ მადლობას უხდის IT დეპარტამენტს პროფესიონალიზმისთვის და საგანგებო რეჟიმში მუშაობისთვის.
საქართველოს უნივერსიტეტი გისურვებთ ჯანმრთელობას.
აღსანიშნავია, რომ მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე სწავლება უკვე დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.