სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლამ გაიარა ახალი სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაცია სახელწოდებით „ბლოკჩეინი-დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემები“. პროგრამა ინოვაციურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში.
პროგრამის მიზანია როგორც ლოკალური, ასევე გლობალური ბაზარისთვის თანამედროვე კონკურენტუნარიანი, მაღალი რანგის სპეციალისტების ფორმირება (პროგრამისტები, კონსულტანტ/სისტემ-ანალიტიკოსები და IT მენეჯერები), რომლებიც IV ინდუსტრიული რევოლუციისა და კრიპტოეკონომიკის კონტექსტში, უახლესი ტექსნოლოგიებისა და მიდგომების სისტემური სინთეზის გზით შექმნიან და განავითარებენ თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებულ, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ინფორმაციულ სისტემებსა და სერვისებს.
პროგრამა ორიენტირებულია, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროგრამის შექმნითა და ბლოკჩეინ- ტექნოლოგიების სფეროში მაღალი რანგის სპეციალისტების ფორმირების გზით, ხელი შეუწყოს IT სფეროში ექსპერტიზისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ქვეყნის გლობალურ ციფრულ საზოგადოების რეგიონალურ ლიდერად ფორმირებას.
პროგრამა სტუდენტების მიღებას 2019 წლის სექტემბრიდან შეძლებს.