სიახლეები
Startup Nest-ის პროექტი პირველად საქართველოს უნივერიტეტის მიერ ხორციელდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია.
Startup Nest არის არაკომერციული საგანმანათლებლო აქსელერაციისა და ინკუბაციის საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ საშუალებას შეიძინონ ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და რესურსები.
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია აპლიკაციის შევსებისა და შესარჩევი ეტაპის გავლის შედეგად. რეგისტრაცია თავისუფალია ნებისმიერი სტუდენტისათვის, თუმცა შესარჩევ ეტაპს გაივლის მხოლოდ ის გუნდი რომელსაც ეყოლება მინიმუმ 1 საქართველოს უნივესიტეტის სტუდენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 3 მაისი.