ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


20 May 2016
საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის (ქალბატონებისთვის) საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა!

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში!

გაცნობებთ, რომ ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ახორციელებს საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამას.

როგორც ცნობილია, სკრინინგის პროგრამა საშუალებას იძლევა, გამოვლენილ იქნეს საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესები ადრეულ ეტაპზე. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უმთავრეს მეთოდს PAP-ტესტის ჩატარება წარმოადგენს. ტესტის საშუალებით ვლინდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზით – ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული ცვლილებები.დროული მკურნალობის შედეგად კი შესაძლებელია კიბოს პრევენცია 75%-იანი შედეგით.

პროგრამის ფარგლებში 18-დან 65 წლამდე ქალბატონებს შეუძლიათ უსასყიდლოდ ჩაიტარონ PAP-ტესტი. ტესტების რაოდენობა ლიმიტირებულია. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ექსკლუზიურ მომსახურებას, თქვენი კომპანიის თანამშრომელი ქალბატონებისათვის:

- სატელეფონო კონსულტაცია ექიმ-გინეკოლოგთან
- ჩაწერა ვიზიტზე თქვენთვის მაქსიმალურად მოსახერხებელ დროს
- აუცილებლობის შემთხვევაში მიღება არასამუშაო დღეს - შაბათს

პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტს ასევე უსასყიდლოდ ჩაუტარდება HPV გენოტიპირება.

წინასწარი კონსულტაციისათვის დარეკეთ: +995 551 25 88 88

მისამართი: ლუბლიანას ქ. 2/6, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მე-6 სართული.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი